კროოსი:„„რეალში“ ამაზე მეტად არასდროს არაფერი მწყენია“

ტონი კროოსმა ვრცელ და მრავლისმომცველ ინტერვიუში ძალიან საინტერესო საკითხებზე ისაუბრა...


„არ მახსოვს მომენტი, როდესაც ფლორენტინო პერესთან რაიმე სახით გაუგებრობა მქონდა, სწორედ მან მიმიღო „რეალში“ და მუდმივად ვამბობ, რომ „ბლანკოსი“ და პერესი ერთმანეთთან ასოცირდება. პრივილეგირებული ადამიანი ვარ, რადგან სამეფო კლუბში მოვხვდი და ამ რანგის ადამიანებთან ურთიერთობა მომიწია. პერესი კარგად მიცნობს და იცის, რომ გულწრფელი ვარ, არასდროს ვხარჯავ დროს უაზრობაზე და მიყვარს საქმის კეთება.“

„თამაშის სცენარის ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში ბევრი რამ არის შეცვლილი. მახსოვს „ბაიერნის“ რიგებს ვიცავდი და „რეალს“ დავუპირისპირდით, მაშინ ჩვენი ბურთის ფლობა დაახლოებით 80%-იანი იყო, მაგრამ თამაში წავაგეთ. სამეფო კლუბი ადრე უფრო დიდ აქცენტს აკეთებდა კონტრ-შეტევაზე, ახლა შედარებით სხვა კომპონენტები გავაძლიერეთ, მაგრამ არ არსებობს სრული ჭეშმარიტება. მთავარი ეფექტური თამაშია და არა ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი.“

„შარშანდელი სეზონი განსაკუთრებული იყო. ვარანისა და სერხიო რამოსის წასვლამ ჩვენზე ცუდად იმოქმედა, მაგრამ რწმენა არასდროს დაგვიკარგავს. ვთვლი, რომ შარშანდელ სეზონში ფინალამდე ყველაზე რთულად, მაგრამ ამასთანავე დრამატულად მივედით. ეს მართლაც წარმოუდგენელი საღამოები იყო, რომელიც საბოლოო ჯამში მე-14 თასით დაგვირგვინდა.“

„8 წელიწადში ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ მოვიგე, ეს საოცრებაა. მუნდიალი თუ 5 ლიგა? მოდით ჩემპიონთა ლიგას ავირჩევ, რადგან ის 5-ჯერ მოვიგე.“

„ჩემი ბებიისა და ბაბუის ღირებულებებს ყოველთვის დიდ პრივილეგიას ვანიჭებდი, ჩემი ოჯახი აღმოსავლეთ გერმანიიდან იყო და არაერთი მნიშვნელოვანი ტრადიცია ჰქონდა, რომლის დაცვასაც თავიდანვე მასწავლიდნენ. ოჯახის პატივისცემა ჩვენთვის უპირველესი იყო. მეუღლე ძალიან მიყვარს, მასთან ერთად 18 წლიდან ვარ და 3 შვილი გვყავს. ოჯახური იდილია პირდაპირ აისახება პროფესიონალი სპორტსმენის წარმატებაზე.“

„ჩემი ინდივიდუალური თვისებებით ვცდილობ გუნდს გამოვადგე და კოლექტიური თვალსაზრისით წარმატებას მივაღწიო. აუცილებელია იცოდე, რომ მარტო ვერაფერს გახდები და მთავარი გუნდური სულისკვეთებაა. პირადად ჩემი აზრით, თამაშს ნახევარდაცვის ეფექტური გამოსვლა იგებს, ჩვენ სწორედ ამის ფონზე უდიდესი წარმატებები დავაფიქსირეთ.“

„ჩემი კარიერის ძალიან მნიშვნელოვანი მწვრთნელი, რომელმაც კარიერაში გარდატეხა შეიტანა იუპ ჰაინკესი იყო, სწორედ მან მომცა რწმენა და თავდაჯერებულობა, რასაც წლების მანზილზე ვიყენებდი.“

„გუარდიოლასთან მუშაობა დიდი სიამოვნება იყო, მასთან საკმაოდ ბევრი რამ ვისწავლე და ვიცი, რომ განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. მის ეპოქაში „რეკორდმაისტერი“ 5 წლიან კონტრაქტს მთავაზობდა, მაგრამ ჩავთვალე, რომ ბუნდესლიგის დატოვების დრო მოვიდა და ახალი გამოწვევის მიღება მჭირდეობდა. როგორც კი რადარზე „რეალი" გამოჩნდა, თანხმობა განვაცხადე.“

„როდესაც ჩემი ქვეყანა დავტოვე და საცხოვრებლად მადრიდში გადმოვედი, ჩემი შვილი 9 თვის იყო. ადაპტაცია მომიწია ახალ კლუბთან, ქვეყანასთან, ენასთან და ასე შემდეგ. საკმაოდ რთული ნაბიჯები გადავდგი, მაგრამ ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.“

„ყველაზე მეტად „რეალში“ ყოფნის დროს კაზემიროს წასვლა მეწყინა. ვერ ვიჯერებდი, რომ ბრაზილიელის აბარგების შანსი მართლაც არსებობდა, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერს აქვს დასასრული. ახლა ჩუამენისთან ადაპტაცია მიწევს და ვცდილობ, მაქსიმალურად დავეხმარო ფრანგს, ის ძალიან ნიჭირია.“

„მუნდიალი? ჩემი არდადაგები ახლოვდება (იცინის). ნაკრები იმიტომ დავტოვე, რომ კლუბისთვის და ოჯახისთვის მეტი დრო დამეთმო. თანამემამულეები მენატრება, მაგრამ რას ვიზამთ. ყველაფერი წარმატებით ჩაივლის.“ dle 10.1

  • Hala
  • 4 ნოემბერი 2022
  • 5767
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)