ბენზემა: 9 ნომერი უფრო დიდი პასუხისმგებლობაა

სამეფო კლუბის ფრანგი ფორვარდი, კარიმ ბენზემა ჟურნალისტებს შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ მისცა...


როგორ კონდიციაში იმყოფებით?

ნორმალურში. მე ყოველდღე ვვარჯიშობ და ვცდილობ საუკეთესო ფორმაშია შევიდე. მოურინიო ყველაფერში მეხმარება და მას ჩემი ნდობა აქვს, ეს კი ფეხბურთელისთვის უდიდესი სტიმულია, დარწმუნებული ვარ მომავალ სეზონში გაცილებით უკეთესად ვითამაშებ.

როგორ ფიქრობთ, ფორვარდის პოზიციის გარდა კიდევ სად შეგიძლიათ თამაში?

მე სუფთა ფორვარდი ვარ, მაგრამ ასევე გამთამაშებლობაც შემიძლია. ლიონში თამაშის დროს ძალიან ხშირად გამთამაშებლად ვთამაშობდი , როცა გუნდს უჭირდა. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა სად ვითამაშებ, მთავარია გუნდს დავეხმარო.

მაგრამ მაინც ფორვარდად არ გირჩევნიათ?

რა თქმა უნდა. საკუთარ პოზიციაზე თამაში უდიდეს სიამოვნება მგვრის.

რას იტყვით 9 ნომრიან მაისურზე, რომელიც კლუბ "ამერიკასთან" მატჩში მოირგეთ?

ეს დიდი ისტორიაა. 9 ნომრიანი მაისურის მთავარი პრეტენდენტი გონსალო იგუაინი იყო, მაგრამ არგენტინელმა ეს ნომერი მე დამითმო და წარმატებები მისურვა. პიპიტამ კვლავ 20 ნომერზე დარჩენა არჩია, რადგან ეს რიცხვი მისთვის იღბლიანი გამოდგა ესპანურ გრანდში. მე მადლობელი ვარ იგუაინის, რომ 9 ნომრიანი მაისური დამითმო, აუცილებლად გავამართლებ და სწორედ იმდენ გოლს გავიტან, რამდენიც "ცხრიანს" ეკადრება.

მოურინიოს თქმით, მას რამდენიმე სათამაშო სქემა აქვს. როგორ ფიქრობთ ყველას მოერგებით?

ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. ჟოზე უდიდესი მწვრთნელია და მან თავად იცის რომელი იქნება საუკეთესო სქემა ყველა ფეხბურთელისათვის. იგი თითოეულ მოთამაშეს აკვირდება და სრულ გათვლას აკეთებს, მე მართლაც აღტაცებული ვარ მისი პროფესიონალიზმით.

როგორ ფიქრობთ, ჟოზე ორი ფორვარდით ითამაშებს?

დარწმუნებული ვარ მას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი რამდენი ფორვარდით ითამაშებს, რადგან იგი სულ სიახლის ძიებაშია, მერწმუნეთ პორტუგალიელი სპეციალისტი მხოლოდ საუკეთესო სქემას აარჩევს, რომელიც მადრიდის რეალისთვის იქნება ზედგამოჭრილი და საუკეთესო.

რას იტყვით ახალწვეულებზე?

ისინი ძალიან კომუნიკაბელურები არიან. მე ყველას დავუახლოვდი, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო პედრო ლეონის თამაში. ნამდვილად არ მეგონა თუ ესპანელი ფეხბურთელი ამდენად ძლიერი იქნებოდა, იგი ვარჯიშებზე ყველას გვაკვირვებს და დარწმუნებული ვარ სეზონის მანძილზეც დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს მოაყურებელზე. მოურინიო ძალიან კმაყოფილია მისი თამაშით.

და კანალესი?

კანალესი სულ რამდენიმე დღეა რაც შემოგვიერთდა, მას პასი გავუკეთე და გოლი გავატანინე. მატჩის დასრულების შემდეგ სერხიო ჩემთან მოვიდა და უღრმესი მადლობა გადამიხადა, მისთვის ის გოლი ძალიან ბევრს ნიშნავდა, სადებიუტო შეხვედრაში ახალგაზრდამ მოახერხა გოლის გატანას, ეს ნებისმიერისთვის დიდი სტიმულია. ასევე მინდა შევეხო დი მარიას, რომელიც ძალიან კარგი ფეხბურთელია და უდიდეს ტეხნიკას ფლობს. მწვრთნელმა სამი შესანიშნავი არჩევანი გააკეთა , სამივე ფეხბურთელი ძალიან გამოადგება "ბლანკოსს" წარმატების მიღწევაში.

კიდევ საჭიროებს რეალი ფეხბურთელის დამატებას?

ეს ჩემი საქმე არ არის, ამას მხოლოდ მთავარი მწვრთნელი და პრეზიდენტი გადაწყვეტენ. ფეხბურთელების საქმე საუკეთესოდ თამაში და გუნდის წარმატებისკენ წაყვანაა, დანარჩენი კი ჩვენ არ გვეხება.

ლორან ბლანმა ნაკრებში გამოგიძახათ...

მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კვლავ მოვირგებ ეროვნული ნაკრების ფორმას. მსოფლიო ჩემპიონატზე არ წასვლა ჩემთვის უდიდესი დარტყმა იყო, მაგრამ ყველაფერი გადავლახე და დარწმუნებული ვარ მომავალ მუნდიალზე აუცილებლად გავემგზავრები და დავიცავ საკუთარი ქვეყნის ღირსებას. საფრანგეთის ნაკრებშიც ძირეული ცვლილებები ხორციელდება და ეს ძალიან კარგია, რადგან გუნდის უკვე რამდენიმე წელია ვერ აღწევს ელემენტარულ წარმატებას. (ჯგუფიდან გასვლას გულისხმობს ალბათ) dle 10.1

  • Hala
  • 6 აგვისტო 2010
  • 1583
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)