ანჩელოტი:„მუნდიალის დაწყებამდე ყველა მატჩი უნდა მოვიგოთ“

კარლო ანჩელოტიმ „ჟირონასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„გუნდი კარგად არის მომზადებული. „ლაიფციგთან“ წაგების შემდეგ ფეხბურთელებს 2 დღით დასვენების საშუალება მივეცი, რათა ენერგია ბოლომდე აგღვედგინა.“

„ბენზემა არ იქნება, ვინაიდან მისი მოედანზე გასვლა რისკებს შეიცავს, ფრანგი მალე დაგვიბრუნდება.“

„ითამაშებს თუ არა როდრიგო? ბრაზილიელს პრობლემები არ აქვს და მოედანზე გასვლა შეუძლია.“

„მოდრიჩი და ფედე ბრუნდებიან, ასევე ხელმისაწვდომები იქნებიან სებალიოსი და მარიანო დიასი.“

„შეცდომებს ვაანალიზებთ და ვთვლით, რომ მსოფლიო ჩემპიონატამდე ყველა თამაშის მოგება შეგვიძლია. ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის.“

„ზუსტად ვიცი, რომ „რეალის“ ყველა ფეხბურთელი მუნდიალის დაწყებამდე ბოლომდე დაიხარჯება. მოტივაციის ნაკლებობა არ გვაქვს.“

„ვალვერდე სრულყოფილი ფეხბურთელია. ურუგვაელმა უკვე ყველა გააოცა, თუმცა კიდევ ბევრი რამ არის წინ.“

„ედუარდო კამავინგა შეცვლებზე შესანიშნავია. ფრანგი ფეხბურთელი სტარტზეც კარგია, თუმცა მეორე ნახევარში სიმწვავე უფრო შეაქვს. როდესაც საქმე ღია თამაშებთან გვაქვს, ედუ ბევრად უკეთესია.“

„მაღალი მოტივაციის არსებობის პრობლემა არ გვაქვს. ჩვენთვის პრობლემა ის არის, რომ 3 დღეში ერთხელ ვთამაშობთ.“

„ის, რაც კურტუამ თქვა თვითკრიტიკის გამოვლენა იყო. ბელგიელი „ლაიფციგთან“ ნაჩვენები შედეგით უკმაყოფილო იყო.“

„ზამთრის ტრანსფერები? მიმდინარე სეზონში შემადგენლობა არ შეიცვლება.“

„არ ვიცი იმოქმედებს თუ არა უარყოფითად „ბარსელონას“ გავარდნა ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ ჩავის გუნდი ლა ლიგაზე მეტ აქცენტს გააკეთებს.“

„მიგელ გუტიერესს ძალიან ცოტა შანსი ჰქონდა, მაგრამ მაინც ახერხებდა თავის გამოჩენას. საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ ის ბერნაბეუზე დაბრუნდეს, ჩვენ მის პროგრესს აქტიურად ვაკვირდებით.“

„ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ კამავინგას დონის ფეხბურთელი მყავს. მისით კმაყოფილი ვარ და ზუსტად ვიცი, რომ გაცილებით დიდ პროგრესს აჩვენებს.“

„რეინიერს საუკეთესო ვერსია ჯერ არ უჩვენებია, მაგრამ მერწმუნეთ, ყველაფერი წინ აქვს.“

„მილიტაო და როდრიგო გოეში ევროკავშირელის პასპორტს მიიღებენ, რაც ჩვენს სამოქმედო არეალს კიდევ უფრო გაშლის.“ dle 10.1

  • Hala
  • 29 ოქტომბერი 2022
  • 3128
  • 1

1

29 ოქტომბერი 2022 20:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1947
ვინ მარიანო დიასიო?ეგ კიდევ ცოცხალია,და თან ისევ რეალშია???🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣კომედიაა რაა.......😁😁😁😁😁🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)