ანჩელოტი:„ადრე თუ გვიან წაგება გარდაუვალი იყო“

კარლო ანჩელოტიმ „ლაიფციგთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„შესაძლოა 1 მარცხით გაცილებით მეტი ისწავლო და შეცდომები გააანალიზო, ვიდრე 10 გამარჯვებით. ადრე თუ გვიან წავაგებდით და ეს გერმანიაში მოხდა. სამწუხაროა, რომ 1 ქულაც ვერ ავიღეთ, თუმცა სატურნირო თვალსაზრისით პრობლემები არ გვაქვს.“

„გაბრაზებული არ ვარ. ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგი მაწუხებს, მაგრამ წინ ვიყურები.“

„ედერ მილიტაომ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა. რომ არა ბრაზილიელი ფეხბურთელი, შესაძლოა 10 გოლიც გაგვეშვა. „ლაიფციგის“ სწრაფ და აგრესიულ შეტევებს ედერი ბრწყინვალედ უმკლავდებოდა.“

„დანაკლისი? რა თქმა უნდა, რთულია როდესაც მოედანზე მოდრიჩის, ვალვერდეს და ბენზემას შეყვანის შანსი არ გაქვს, მაგრამ არ მსურს, რომ წაგება ამას დავაბრალო.“

„„ლაიფციგმა“ მატჩის სტარტზევე შეძლო სოლიდური უპირატესობის მოპოვება, რამაც ჩვენი ამოცანა გაართულა. გარკვეულ მომენტში ანგარიშის 2:2 დაფიქსირდება შეგვეძლო, მაგრამ გოლის გატანის ნაცვლად გავუშვით.“

„ახლა ლა ლიგაზე უნდა გადავერთოთ, ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში კი გამარჯვებას შევეცდებით.“ dle 10.1

  • Hala
  • 26 ოქტომბერი 2022
  • 6267
  • 4

1

26 ოქტომბერი 2022 10:07

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
თავს ნუ იპრავებ შე ბებერო კუილო

2

26 ოქტომბერი 2022 10:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2040
რუდიგერს მარცხნივ რა უნდოდა? კარლო ცენტრში დააყენე ეგ კაცი, ყველას ჯობია ბიჭო ყველაას

3

26 ოქტომბერი 2022 10:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1850
იმედია სასიკეთოდ შეიცვლება ყველაფერი ამ წაგების შემდეგ, მაგრამ დაცვა თავიდანვე არ მომეწონა ვასკესი და ნაჩო ერთად + რუდიგერი თავის პოზიციაზე არმყოფი. ერთად არც უთამაშიათ... ვიცოდი რომ წააგებდნენ სამწუხაროდ. კურტუას ბრალი არაფერი ყოფილა

4

26 ოქტომბერი 2022 12:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
😁😁😁კარგით რა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)