რუდიგერი:„თუ „რეალის“ ფეხბურთელი ამას გააკეთებს, ყველას ეწყინება“

ანტონიო რუდიგერმა „ლაიფციგთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ლაიფციგს“ კარგად არ ვიცნობ, ამ გუნდთან თამაშის გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ სწრაფი და დინამიური გუნდია. ტიმო ვერნერს ყველაზე სახიფათო მოწინააღმდეგედ მივიჩნევ, მას წარმატებას ვუსურვებ მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ არა „რეალთან“ მატჩში.“

„სიმართლე გითხრათ, მეც კი გაოცებული ვარ იმით, თუ როგორ სწრაფად მოვახდინე ადაპტირება და გუნდზე მორგება. მართალია მუდმივი თამაში არ მიწევს, მაგრამ მჯერა, რომ მოედანზე უფრო მეტი დროის გატარებას შევძლებ. ადაპტაციაში დიდი როლი ითამაშეს ტონი კროოსმა და დავიდ ალაბამ, ისინი ყველა მიმართულებით მეხმარებოდნენ.“

„დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, როდესაც ვინისიუს ჟუნიორი ოქროს ბურთის მოგებას შეძლებს. ჩვენ ერთმანეთთან ესპანურ ენაზე ვსაუბრობთ, ახალგაზრდა ყოველთვის მეხმარება სიტყვების უკეთ წარმოთქმაში.“

„კროოსი ტოპ კლასის ფეხბურთელია და დიდი იმედი მაქვს, კონტრაქტს განაახლებს. თუ ტონი კარიერას დაასრულებს, ყველა მადრიდისტას გულს დაწყვეტს, ვინაიდან შესანიშნავ სათამაშო კონდიციასი იმყოფება, ის ასევე აკლია ბუნდესნაკრებს.“

„ის, რომ ოქროს ბურთის გაფართოვებულ სიაში მოვხვდი სასიამოვნოა, მაგრამ ჩემთვის არაფერს ცვლის.“ dle 10.1

  • Hala
  • 25 ოქტომბერი 2022
  • 1183
  • 2

1

25 ოქტომბერი 2022 09:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2040
რატომღაც გული მწყდება ამაზე რა. მილიტაოსაც მირჩევნია და ალაბასაც

2

25 ოქტომბერი 2022 10:14

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Batumski
რატომღაც გული მწყდება ამაზე რა. მილიტაოსაც მირჩევნია და ალაბასაც

არადა ალაბაც და მილიტაოც რო კარგები არიან თავიანთ პოზიციაზე

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)