ანჩელოტი:„ბენზემა როდრიგოს ძალიან ბევრს ასწავლის“

კარლო ანჩელოტიმ „ლაიფციგთან“ მატჩს პრესკონფერენცია მიუძღვნა...


„გვსურს, რომ მე-5 ტურის თავზე პირველი ადგილი გარანტირებული გვქონდეს, სწორედ ამიტომ ჩვენი მიზანი გამარჯვება იქნება, ბოლომდე დავიხარჯებით.“

„ძალიან მჭიდრო გრაფიკი გვაქვს, შესაბამისად დაზიანებებიც არის. მსოფლიო ჩემპიონატი უჩვეულო დროს იმართება, რაც დამატებით პრობლემებს შექმნის, მაგრამ ეს არის რეალობა, რომელსაც ყველა გუნდი შეეგუება.“

„მსოფლიო ჩემპიონატი გარკვეულ პაუზას და დაფიქრების საშუალებას მოგცემს. ასენსიომ იცის რა მსურს, ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით საკითხებზე შესვენების დროს განვიხილავთ.“

„დაზიანებებისგან დაცული არავინაა. ვერ გეტყვით, რომ ფეხბურთელები მუნდიალისთვის თავს ინახავენ. ტრავმა შესაძლოა ვარჯიშზეც მიიღო.“

„ბენზემა როდრიგოს ასწავლის, თუ როგორ უნდა ითამაშოს ცენტრ-ფორვარდმა სამეფო კლუბის რიგებში. ბრაზილიელი ზალიან დიდ პროგრესს აჩვენებს.“

„ვინისიუსი დაღლილი არ არის და „ლაიფციგთან“ თამაშს აპირებს.“

„მოდრიჩი ჩვენთან ერთად არ არის, მას კუნთების გადაძაბვა აქვს. სამწუხაროდ, მისი სახით უდავო ლიდერი გამოგვაკლდა.“

„სეზონის პირველი ნაწილის მოგება არაფერ სწყვეტს, მაგრამ სიტუაციაში დაგვტოვებს, სწორედ ამიტომ ვეცდებით, რომ ქულების მაქსიმუმს მოვუყაროთ თავი.“

„„ლაიფციგს“ ძლიეირ გუნდი ჰყავს, არაერთი ფეხბურთელის გამოყოფა შეიძლება. ყველა შემთხვევაში რთულ დაპირისპირებას ველით.“

„მახსოვს „ბაიერნის“ მწვრთნელობა, მაშინ ამ გუნდთან შერკინება რამდენჯერმე მომიხდა და ვიცი, რომ „ლაიფციგს“ დიდი რესურსი აქვს.“ dle 10.1

  • Hala
  • 24 ოქტომბერი 2022
  • 3125
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)