ბუტრაგენიო:„„რეალი“ ახალ სეზონში ისტორიას წერს“

ემილიო ბუტრაგენიომ „რეალისა“ და „სევილიას“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...


„გუნდმა სრულფასოვანი თამაში ითამაშა და შედეგიც სახეზეა. ვფიქრობ, პირველ ტაიმში ერთზე მეტი გოლის გატანა შეგვეძლო, რაც საქმეს გაგვიმარტივებდა.“

„„სევილიამ“ მეორე ნახევარი ეფექტურად და აქტიურად დაიწყო. სამპაოლის ყველა ფეხბურთელი ბოლომდე იბრძოდა და გოლის გატანაც შეძლო.“

„საბედნიეროდ, ჩვენ სიტუაციაში მალევე გავერკვიეთ და გამარჯვებას მივაღწიეთ.“

„პუბლიკა გუნდის წარმატებაში დიდ როლს თამაშობს. სწორედ ქომაგებმა აიძულეს ფეხბურთელები, რომ უკეთესი შედეგი დაეფიქსირებინათ.“

„ახალ სეზონში „რეალი“ ისტორიას წერს. 11-იდან 10 მატჩი მოვიგეთ, ხოლო 1 ფრედ დავასრულეთ, რაც უდიდესი შედეგია.“

„ვალვერდესნაირი ნახევარმცველის პოვნა ძალიან რთულია. კმაყოფილები ვართ, რომ ურუგვაელმა ამდენი შეძლო, ის საოცარ ფიზიკურ მონაცემებს და დარტყმას ფლობს.“

„ფიზიკურად გუნდი ძალიან ძლიერია, ამას ემატება ერთიანობაც, რომელიც კარლო ანჩელოტიმ მოიტანა. იტალიელის გამოცდილება კოლექტივს უფრო სოლიდურს ხდის. მწვრთნელობა რთულია, მაგრამ სწორად მუშაობის შემთხვევაში შედეგი მიიღწევა.“ dle 10.1

  • Hala
  • 23 ოქტომბერი 2022
  • 878
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (58)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)