კარლო ანჩელოტი:„მბაპეს მომავალი გარკვეულია“

კარლო ანჩელოტიმ „სევილიასთან“ მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„პირველ ტაიმში სრული დომინაცია გვქონდა, რაც ანგარიშზეც აისახა, შემდეგ კი გარკვეული ცვლილებების გაკეთება მოგვიწია. მეორე ტაიმმა გვაჩვენა, რომ ტემპი გვჭირდებოდა, სწორედ ამიტომ ცვლილებები გავაკეთე, რომელმაც გაამართლა.“

„ბენზემა ჩემპიონთა ლიგაზეც არ გვეყოლება, მას დასვენება სჭირდება და რისკის გაწევას არ ვაპირებთ.“

„ვალვერდეს სამედიცინო შემოწმების გავლა მოუწევს, მაგრამ პირველადი დასკვნით სერიოზული არაფერია.“

„ცვლილებას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ რომელიმე ფეხბურთელის თამაშით ხარისხის უკმაყოფილო ვარ. მე უბრალოდ ტემპის გაზრდა და გარდატეხის შეტანა მჭირდება. სხვა შემთხვევაში ამ ხერხს საერთოდ არ მივმართავდი. მთავარია, გუნდი მოწოდების სიმაღლეზე დგას და ნებისმიერი ფეხბურთელი მზად არის საქმეში ჩასართავად.“

„ყველა ფეხბურთელს სჯერა იმისი, რასაც აკეთებს. მე ვიცი, რომ სტაბილური გუნდის დამრიგებელი ვარ და ეს სიამოვნებას მანიჭებს.“

„ბენზემა სეზონის მეორე ნაწილში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება. ამ ეტაპზე ფრანგს მცირე პრობლემები აქვს, მაგრამ შესაბამისი რესურსი არსებობს.“

„როდრიგო ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე საოცრად თამაშობს და ფლანგებზეც გადადის. ბრაზილიელს დიდ ფსონს ვაკეთებ.“

„მბაპე? მისი მომავალი გარკვეულია. ფრანგმა რამდენიმე თვის წინ „პსჟ“-სთან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მე გათვლას როდრიგოზე, ვინისიუსზე, ვალვერდეზე და სხვა ახალგაზრდებზე ვაკეთებ.“

„საერთოდ არ გამოვრიცხავ, მომდევნო წელს ოქროს ბურთის მფლობელი ვალვერდე გახდეს. ის არანორმალურად დიდ პროგრესს აჩვენებს.“

„შემიძლია ღიად გითხრათ, რომ ასენსიო უფრო მეტ წუთს იმსახურებს, ვიდრე თამაშობს, მაგრამ ამ მხრივ სიტუაცია შეიცვლება.“

„ვინისიუსი უხეშობას შეჩვეულია. მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები ბრაზილიელის შეჩერებას ათასგვარი ხერხით ცდილობენ და ეს აღარ გვიკვირს.“ dle 10.1

  • Hala
  • 23 ოქტომბერი 2022
  • 3840
  • 1

1

23 ოქტომბერი 2022 15:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1954
მიდი კარლო,შე მაგარო....😊😊😊😊👍👍👍💪💪💪💪💪

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (58)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)