ანჩელოტი:„„სევილიასთან“ მძიმე ბრძოლა გველის“

კარლო ანჩელოტიმ „სევილიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ყველა მატჩს თავისი ისტორია და სპეციფიკა აქვს. მე ვფიქრობ, რომ „სევილია“ რთული მდგომარეობიდან ეტაპობრივად გამოდის და თამაში ძალიან რთული იქნება. ჩემს კოლექტივს კარგი დინამიკა აქვს და ვეცდებით, აქტივში 3 ქულა ჩავიწეროთ.“

„ვალვერდეს თავდაჯერებულობის ხარისხი დღითიდღე იმატებს, მას შესანიშნავი დარტყმა აქვს და შემტევს ხშირად ეხმარება. ურუგვაელისთვის ეს პოზიცია უჩვეულო არ არის, ფაქტია, რომ ფედე ბრწყინვალეა.“

„კროოსი საბოლოო პასუხს იანვარში ან თებერვალში იტყვის. მე მაინც მჯერა, რომ გერმანელი ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს. ტონი ახლა ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე შარშან სეზონის სტარტზე, ვინაიდან დაზიანების გამო პრე-სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილის გამოტოვება მოუხდა. კროოსი ახლა მოწოდების სიმაღლეზე დგას და ზუსტად ვიცი, რომ დიდ დახმარებას გაგვიწევს.“

„ჩვენ არ ვართ უძლეველი გუნდი, მაგრამ გვაქვს ხარისხი, მოტივაცია და თავდადება, რაც წარმატებას განაპირობებს. ვეცდებით, რომ ლა ლიგაში კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ წავაგოთ.“

„კურტუა მოედანზე გავა. როტაციებს არ ვაპირებ, თუმცა დაზიანებების თავიდან ასაცილებლად გარკვეულ რესურსს საჭირო დროს აუცილებლად დავზოგავ.“

„პრობლემები ყველა სეზონში არსებობს. დარწმუნებული ვარ, ამ სეზონშიც გვექნება ხარვეზები, მაგრამ ეს რაც შეიძლება უმტკივნეულოდ უნდა გავიაროთ. შარშან კრიზისული მომენტი 2-ჯერ გვქონდა, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა. გარკვეულ დროს გუნდები მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგანან.“

„ასენსიომ აშკარად მოუმატა, წინახაზელი ეფექტურად თამაშობს და გოლების გატანასაც ახერხებს. ესპანელის გამოსვლით კმაყოფილი ვარ.“

„მსოფლიო ჩემპიონატის უჩვეულო დროს ჩატარება ბევრ პრობლემას ქმნის, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენ არ გვეხება, შესაბამისად კონცენტრაცია გვმართებს. როდესაც მოთამაშეები ნაკრებებიდან დაბრუნდებიან, მათი ფიზიკური კონდიციების შეფასება მოგვიწევს. ვინც, ჩემპიონატს ნაადრევად დატოვებს, მისთვის საკლუბო ასპარეზზე დაბრუნება რთული არ იქნება, მაგრამ ვინც დასკვნით ეტაპებამდე მივა, შესაძლოა გარკვეული დროით შვებულებაც დასჭირდეს.“

„არ მიკვირს, რომ სერხიო რამოსმა შეძლო და ტრავმიანობის შემდეგ სასურველ ფორმას უბრუნდება, ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და მებრძოლი მცველია.“

„ისკო შესანიშნავი მოთამაშეა. ალარკონის ასპარეზობის ნახვა ბენრაბეუზე სასიამოვნო იქნება.“

„არ მომეწონა ის, რაც კრიშტიანო რონალდუს ირგვლივ ხდება, მაგრამ არ ვიცი, რეალურად რაშია საქმე. პორტუგალიელს პატივს ვცემ და წარმატებებს ვუსურვებ“

„კოლექტიურ დონეზე კიდევ არის ასპექტები გასაუმჯობესებელი. ჩვენ ვართ თავდადებული გუნდი, რომელიც არასდროს ნებდება და ბოლომდე იბრძვის. მთავარი ის არის, რომ სტაბილურობა შევინარჩუნოთ და საბოლოო ჯამში დასახულ მიზანს მივაღწიოთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 22 ოქტომბერი 2022
  • 6768
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)