ბენზემა:„მე არ ვდგავარ რონალდუს და ზიზუს სიმაღლეზე“

კარიმ ბენზემამ ოქროს ბურთის მოგების შემდეგ ჟურნალისტებს ვრცელი და მრავლის მომცველი ინტერვიუ მისცა, სადაც ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა...


„ეს იყო ჩემი საუკეთესო სეზონი, რაც ოქროს ბურთით დაგვირგვინდა. ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი და ბედნიერი ვარ, რომ წარმატებას მივაღწიე.“

„ცხოვრებაში 3 ოცნება მქონდა, რომელიც ავისრულე. პირველი: ვუყიდე სახლი დედას, მეორე: „რეალთან“ კონტრაქტს ხელი მოვაწერე და მესამე: ოქროს ბურთი მოვიგე.“

„მადრიდი ყოველთვის იმარჯვებს. ძალიან მიხარია, რომ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგბა 5-ჯერ შევძელი. ეს არის ისტორია, რომელიც „ბლანკოსის“ ყველა ფეხბურთელისთვის საამაყოა.“

„მე ვერასდროს ვიქნები კრიშტიანო რონალდუს და ზინედინ ზიდანის დონეზე, ისინი განსხვავებულები იყვნენ. დიახ ოქროს ბურთი მოვიგე, მაგრამ პირდაპირ ვამბობ, რომ პორტუგალიელი და ფრანგი სულ სხვა ძალას ფლობდნენ.“

„როდესაც პატარა ვიყავი, მაქსიმალურად ვცდილობდი დიდებთან მეთამაშა და სისწრაფე შემენარჩუნებინა.“

„ანჩელოტი განსაკუთრებული მწვრთნელია, რომელიც ყოველთვის ცდილობს, რომ ფეხბურთელებს თავიდან აარიდოს ზეწოლა და ყოველგვარი ნეგატივი. შარშან მან კაბინეტში დამიბარა და მითხრა, რომ 50 გოლის გატანა შემეძლო, იტალიელს დავეთანხმე და შედეგიც სახეზეა. კარლიტოსგან აბსოლუტური ნდობა მაქვს.“

„კარიერიას ალბათ „რეალში“ დავასრულებ. ყოველ შემთხვევაში ჩემი მიზანი ეს არის.“

„გასახდელში სრული იდილიაა. ახალგაზრდები გამოცდილებს უსმენენ, გამოცდილები კი ახალგაზრდებს.“

„მიმდინარე სეზონის სტარტი შესანიშნავი იყო. ვეცდებით, რომ ტემპი არ დავაგდოთ და საჩემპიონო გზიდან არ გადავუხვიოთ.“

„მახსოვს „პსჟ“-სთან დაპირისპირება, როგორც საფრაგენთში, ასევე ესპანეთში. მაშინ მცირე დაზიანება მაწუხებდა და ყველაფერი ვიღონე იმისთვის, რომ მატჩში მონაწილეობა მიმეღო. ის, რაც მადრიდში მოხდა დაუვიწყარია.“

„რთულია იმის ახსნა, თუ რა მოხდა „რეალის“ გასახდელში „პსჟ“-სთან მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ. ფაქტი ის არის, რომ გარდატეხა მოვახდინეთ და მაგიურ საღამოს ქომაგები გავაოცეთ.“

„„ჩელსისთან“ ეფექტური გოლების გატანა მოვახერხე, მაგრამ უფრო მეტად პირველ ბურთს გამოვარჩევდი.“

„რატომ დავარტყი „სიტისთან“ პანენკა? იმიტომ, რომ ასეთ მნიშვნელოვან მატჩში მსგავს გადაწყვეტილებას არავინ ელოდა, სწორედ ამიტომ გამოიწვია ჩემმა მანევრმა პუბლიკის გაოცება.“

„დაუვიწყარია ის, რაც გუარდიოლას გუნდთან ბერნაბეუზე მოხდა. ფაქტობრივად უშანსოდ ვიყავით, მაგრამ ქომაგები გვაიძულებდნენ, რომ გვებრძოლა.“

„ ლა ლიგა რთულია, რადგან ბევრი თამაშია ჩასატარებელი. რთული იყო, მაგრამ საბოლოოდ ბევრი ქულით გავიმარჯვეთ. რატომ? იმიტომ რომ ყველა თამაში ფინალი იყო.“

„მიყვარს გოლების გატანა და საგოლე გადაცემების გაკეთება, მაგრამ მთავარი ყოველთვის გუნდის წარმატებაა.“

„მახსოვს „სევილიასთან“ და „ატლეტიკოსთან“ გამართული დრამატული დაპირისპირებები, სადაც მნიშვნელოვანი ქულები მოვიპოვეთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 21 ოქტომბერი 2022
  • 9301
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)