ანჩელოტი:„მსაჯის გადაწყვეტილებების მართებულია“

კარლო ანჩელოტიმ „ელჩესთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„აშკარაა, რომ მადრიდის „რეალში“ 11-ზე მეტი ფეხბურთელი იმსახურებს სასტარტო შემადგენლობაში თამაშს, მაგრამ ყველა სურვილს ფიზიკურად ვერ დავაკმაყოფილებ. მე ვფიქრობ, რესურსს სწორად ვითვისებთ. მეორე ტაიმში მწვანე მინდორზე კამავინგა, ჩუამენი, ნაჩეტე და სხვები გამოჩნდნენ, რამაც ჩვენი თამაში უფრო სწრაფი გახადა.“

„ასენსიოს კონტრაქტზე ახლა საუბარი არ შემიძლია. როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდება, ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთთ და პოზიციებს შევაჯერებთ. ფაქტი ის არის, რომ მცირე სათამაშო დროის მიუხედავად, ასენსიო გოლების გატანას ახერხებს. ის მომავალში უფრო მეტ დროს მიიღებს.“

„მაქსიმალური კონცენტრაციით და ოპტიმალური შემადგენლობით თამაში ვარჩიე, რადგან „ელ კლასიკოს“ შემდეგ ემოციური ფონი ძალიან დიდი იყო. საბედნიეროდ, გუნდმა გაიმარჯვა და მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.“

„ლუნინს აქვს ხარისხი, მაგრამ აკლია პრაქტიკა, თუმცა ყველა შეამჩნევდით, რომ ამ დაპირისპირებებში საოცარი კლასი აჩვენა. უკრაინელმა „ელჩესთან“ მართლაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.“

„რა თქმა უნდა მსურს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე „რეალის“ ლიდერობა ლა ლიგაში დამაჯერებელი იყოს, თუმცა ამას მდევარი გუნდების შედეგებიც განაპირობებენ.“

„კურტუა მომდევნო ტურში დაბრუნება, დანი სებალიოსი კი ერთ კვირაში. ვისურვებდი, რომ ლაზარეთში არავინ იყოს.“

„ვალვერდეს სეზონის სტარტზევე ვუთხარი, რომ ამ სეზონში მინიმუმ 10 გოლი უნდა გაეტანა. ის კარგია დაცვაში, ნახევარდაცვაში, შეტევაში, სირბილის დროს, დარტყმის დროს. ჩვენ საქმე გვაქვს არანორმალურად დიდ რესურსთან, რომელიც სწორად უნდა მივმართოთ.“

„ის, რაც მსაჯმა გააკეთა გამართლებულია. დიახ, სამწუხაროა, რომ ამდენი გოლი არ ჩაგვითვალეს, მაგრამ მოქმედი წესების მიხედვით სანტიმეტრიანი სხვაობაც კი თამაშგარე მდგომარეობას ნიშნავს. სხვა შემთხვევაში ანგარიში გაცილებით დიდი იქნებოდა.“ dle 10.1

  • Hala
  • 20 ოქტომბერი 2022
  • 3091
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (45)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)