ანჩელოტი;„„ელ კლასიკომ“ დიდი ენერგია წაიღო“

კარლო ანჩელოტიმ „ელჩესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„მომქანცველი „ელ კლასიკოს“ შემდეგ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებს მცირე განტვირთვა სჭირდებოდათ, მაგრამ ბევრი დრო არ გვაქვს და ვცდილობთ, „ელჩესთან“ პაექრობას აღდგენილი ძალებით შევხვდეთ.“

„მომქანცველი „ელ კლასიკოს“ შემდეგ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებს მცირე განტვირთვა სჭირდებოდათ, მაგრამ ბევრი დრო არ გვაქვს და ვცდილობთ, „ელჩესთან“ პაექრობას აღდგენილი ძალებით შევხვდეთ.“

„ვამაყობ იმით, რასაც კარიმ ბენზემამ მიაღია, მას საოცარი სეზონი ჰქონდა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.“

„ასევე ვამაყობ და ძალიან მიხარია კურტუას წარმატება. დღესდღეობით ბელგიელი ფეხბურთელი მოწოდების სიმაღლეზე დგას და საუკეთესოა.“

„ისტორია, ტრადიცია, კონკურენცია, ფეხბურთელების ხარისხი, ატმოსფერო... გასული სეზონის დასაწყისში უფრო მეტი ეჭვი მქონდა, ვიდრე ახლა. სრულიად დარწმუნებული ვარ, გომ გუნდი მაღალი მიზნებისთვის კვლავ იბრძოლებს.“

„იკერ ბრავოს პროგრესს თვალს ვადევნებ. მიხარია, რომ ახალგაზრდა შემტევს „კასტილიაში“ პროგრესი აქვს.“

„მბაპე? რატომ ვისაუბრო კილიანზე და მის „რეალში“ ტრანსფერზე, როდესაც გათვლას ვინისიუსზე, როდრიგოზე, ვალვერდეზე, კამავინგაზე, ჩუამენიზე, მილიტაოსა და სხვებზე ვაკეთებ. ჩვენ უკვე ვიცით, ვინ იქნებიან მომავლის „ბლანკოსში“ წარმოდგენილები.“

„ვინისიუსისთვის ათეულში მოხვედრა საპატიოა. წარმოიდგინეთ, ბრაზილიელი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეთა შორისაა, რაც მის მოტივაციას კიდევ უფრო ზრდის.“

„ბენზემამ ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ მის წარმატებაში თანაგუნდელებმა უდიდესი როლი შეიტანეს. დიახ, მართლაც ასეა. ფრანგს სრულიად ვეთანხმები. ახლა იმისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რომ ფორვარდმა ამ სეზონშიც შეძლოს საუკეთესო თვისებების გამოვლენა და გუნდის დახმარება.“

„ხარისხობრივად ბენზემა დიდად არ შეცვლილა. დიახ ის დაიხვეწა, მაგრამ პასუხისმგებლობის ნაწილში გაცილებით მეტის გაკეთება უწევს. 8 წლის წინ კარიმზე ამდენი რამ არ იყო დამოკიდებული.“

„არ ვიცი რა კრიტერიუმებით დაასახელა France Football-მა „რეალი“ მესამე გუნდად. მე ვფიქრობ, რომ სამეფო კლუბი მსოფლიოში საუკეთესოა და ეს ჩემპიონთა ლიგაზეც დამტკიცდა.“

„კურტუას მე-7 პოზიცია? ზოგადად, მეკარისთვის ოქროს ბურთის მოგება მარტივი არ არის. ტიბომ არაერთხელ დაამტკიცა საკუთარი შესაძლებლობები.“

„ის, რაც ჩავიმ „რეალზე“ თქვა, საერთოდ არ გამკვირვებია. მისი შეფასება სწორი იყო და მე ვამაყობ, რომ "რეალმა“ სრულყოფილი ფეხბურთი ითამაშა.“ dle 10.1

  • Hala
  • 19 ოქტომბერი 2022
  • 3306
  • 1

1

19 ოქტომბერი 2022 12:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2040
ელჩეს წესით მაგრად უნდა გადავურბინოთ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)