ანჩელოტი:„„ელ კლასიკოში“ მეტი ყურადღება და ზეწოლა გვმართებს“

კარლო ანჩელოტიმ „ბარსელონასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„გუნდი განსხვავებულ სტილში არ ემზადება. ჩვენ ისეთ სტილს მივმართავთ, როგორც სხვა მატჩების წინ. დიახ, გასაგებია, რომ ზეწოლა უნდა გავზარდოთ და მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ, თუმცა ბევრი ასპექტი არ იცვლება.“

„კურტუა „ელ კლასიკოში“ მონაწილეობას ვერ მიიღებს, ის ბოლომდე მზად არის. რამდენიმე დღეში ბელგიელი მოთამაშე სრული დატვირთვით ვარჯიშს დაიწყებს და დაგვეხმარება.“

„ანტონიო რუდიგერი სახის დამცავით ვარჯიშობს, მისი გამოყენება „ბარსელონასთან“ დაპირისპირებაში შესაძლებელი იქნება. ვნახოთ, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ხვალინდელ ძალიან მნიშვნელოვან მატჩში.“

„„ბარსელონა“ პირველ ტაიმში ყოველთვის ეფექტურია, „რეალი“ კი მეორეში. ეს ყველაფერი „ელ კლასიკოს“ კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.“

„როდრიგო უნივერსალური ფეხბურთია, რაც მის შანსებს კიდევ უფრო ზრდის. ძალიან კარგია, რომ ბრაზილიელი უფროდაუფრო მეტ სათამაშო დროს იღებს.“

„ახალი რამის გამოგონებას არ ვაპირებ. ასეთ დაპირისპირებებში გამომგონებლობა წარმატების გასაღები ვერ იქნება.“

„„ბარსელონა“ ლა ლიგაში ძალიან სანახაობრივია და სტაბილურობას აჩვენებს. კატალონიურ კლუბს 8-იდან 7 მატჩი აქვს მოგებული, რაც ადვილი არ არის.“

„რუდიგერი ოპტიმისტია, ის არასდროს ჩერდება და ყოველთვის პროგრესზეა ორიენტირებული. ძალიან მომწონს გერმანელის სტილი. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ანტონიო და მილიტაო მეორე სართულზე ბრწყინვალედ ასპარეზობენ. „შახტართან“ გატანილი გოლი გასაკვირი არ იყო.“

„„ბარსელონას“ და „ინტერის“ შეფასება არ მსურს. ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, ხვალ თანაბარ პაექრობას ველი.“

„კატალონიური გრანდი ტრადიციას და სტილს არ ღალატობს. სწორედ ეს არის „ბარსას“ ელფერი, რომელსაც გულშემატკივრები პატივს სცემენ. “

„ედერ მილიტაოს ძალიან მაღალი დონის ცენტრალური მცველის მახასიათლები აქვს. ბრაზილიელზე დიდ გათვლას ვაკეთებ.

„ბენზემა კარგად ვარჯიშობს. მგონია, რომ „ელ კლასიკოში“ ფრანგი ფეხბურთელი ძალიან ეფექტური იქნება.“

„არ ვიცი, როგორ იმოქმედა „ინტერთან“ წარუმატებელმა გამოსვლამ და ევროსარბიელზე ცუდმა სიტუაციამ „ბარსელონაზე“, მე მხოლოდ მადრიდული გრანდის წარმატებაზე ვფიქრობ.“

„ეს არ არის სიკვდილ-სიცოცხლის მატჩი, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. ლა ლიგა გრძელი ჩემპიონატია, სადაც წარმატებას სტაბილური გუნდები აღწევენ.“

„შარშანდელი მარცხი? „რეალის“ ფეხბურთელებმა იციან, რომ 0:4 შოკისმომგვრელი იყო და ის საღამო დავიწყებას მიეცა, ამის პირობას გაძლევთ, ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყება.“ dle 10.1

  • Hala
  • 15 ოქტომბერი 2022
  • 3806
  • 6

1

15 ოქტომბერი 2022 15:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3142
კურტუა „ელ კლასიკოში“ მონაწილეობას ვერ მიიღებს, ის ბოლომდე მზად არის

???

2

15 ოქტომბერი 2022 15:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 172
ან ,,ვერ,, არის ზედმეტი ან ,,არ,, აკლია :დ

3

15 ოქტომბერი 2022 15:59

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1852
კარგ თამაშს ველოდები, დაე გაიმარჯვოს საუკეთესომ! არ მივესალმები ისეთ კომენტარებს როდესაც წერენ (რეალის იყოს ყველა თასი და თუ უნდა ბარსამ გადაურბინოსო) სამეფო გუნდი როცა გქვია ვალდებული ხარ ყველგან და ყოველთვის დააფიქსირო შენი სიძლიერე(უნდა შეეცადო მაქსიმალურად, რათქმაუნდა ფიზიკურ კონდიციებს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ როდესაც მეტოქე ბარსელონაა, მეტი ზეწოლაა და მონდომებაა საჭირო), თავის დახრის შემთქვევაში, რა თქმა უდნა აბუჩად აგიგდებენ - ასეთია უსამართლო ცხოვრება და მუდამ გაიხსენებენ 4-0-ს და 5-0-ს, ამიტომ არის ყოველთვის ზეწოლა როგორც ფეხბურთში, ასევე შიდა პოლიტიკაშიც(მოწინააღმდეგეს არ უნდა მისცე საბაბი, რამე დარჩეს სათქმელი). მადრიდი როცა ხარ დედაქალაქია ბოლო-ბოლო ესპანეთის, რეალ მადრიდი ქვეყნის სიმბოლო, მეტი თვითდაჯერება და რწმენაა საჭირო და აქეთ უნდა ეცადო გაუტანო 4-იც და 5-იც(მაგრამ ყველაფერი გუნდის ფსიქოლოგიაზეა დამოკიდებული და თამაშის ხარისხზე, შეიძლება 1-0 მოუგო და თამაშით სრუილიად დაჯაბნო, უბრალოდ რისი თქმა მინდა ძალიან გამიგრძელდა... ბარსელონასთან თამაშის კომპონენტი გვაქ დასახვეწი, ბევრი მწვრთნელი გამოიცვალეს და გუნდის წევრებიც შეიცვალნენ, მაგრამ აგრესიას და საფრთხეს ყოველთვის გრძნობს ბარსასგან რეალი, არადა პირიქით უნდა იყოს!)

4

15 ოქტომბერი 2022 16:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9053
შემადგენლობა ისევ ისეთი იქნრბა როგორც ყოველთვის ერთი მეკარეს შეცვლის. მთავარია არ ამოგვტენონ და ფრეზეც თანახმა ვარ

5

15 ოქტომბერი 2022 17:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1551
თქვენს წინაშეა "ზარმაცი", "არაფრის მაქნისი" "ერთი ჩვეულებრივი" "კიდე კაი წავიდა" და ასე შემდეგ ფეხბურთელი.

👕 730 მატჩი
⚽ 137 გოლი
🎯 260 ასისტი

🏆🏆🏆 ინგლისის თასი
🏆 ინგლისის სუპერთასი
🏆 ლა ლიგა
🏆 კოპა დელ რეი
🏆 ესპანეთის სუპერთასი
🏆 გერმანიის თასი
🏆 მსოფლიო ჩემპიონატი

🏅🏅🏅🏅🏅 წლის საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელი
🏅🏅🏅 პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი (გულშემატკივრების ვერსიით)
🏅🏅 უეფას წლის საუკეთესო თერთმეტეული
🏅 არსენალის წლის საუკეთესო ფეხბურთელი
🏅 ბუნდესლიგის წლის საუკეთესო თერთმეტეული (via Kicker)
🏅 Kicker-ის წლის საუკეთესო შემტევი ნახევარმცველი
🏅 ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო თერთმეტეული
🏅 პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო პლეიმეიკერი

✅ ყველაზე მეტი შექმნილი საგოლე შანსი პრემიერ ლიგის ერთ სეზონში (146)
✅ ყველაზე მეტი შექმნილი საგოლე შანსი პრემიერ ლიგის ერთ მატჩში (12)
✅ ყველაზე მეტი შექმნილი საგოლე შანსი ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში (12)

⭐ ერთადერთი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელიც საუკეთესო ასისტენტი გახდა:

🏴󠁧󠁢󠁥󠁮󠁧󠁿 პრემიერ ლიგაში
🇩🇪 ბუნდესლიგაში
🇪🇸 ლა ლიგაში
🏆 ევროპა ლიგაზე
🏆 ჩემპიონთა ლიგაზე
🇪🇺 ევროპის ჩემპიონატზე
🌍 მსოფლიო ჩემპიონატზე

🪄 𝐒𝐊𝐈𝐋𝐋𝐒
✂️ 𝐂𝐑𝐄𝐀𝐓𝐈𝐕𝐈𝐓𝐘
👁️ 𝐕𝐈𝐒𝐈𝐎𝐍

𝐇𝐄 𝐖𝐀𝐒 𝐀 𝐉𝐎𝐘 𝐓𝐎 𝐖𝐀𝐓𝐂𝐇 𝐈𝐍 𝐇𝐈𝐒 𝐏𝐑𝐈𝐌𝐄 🤩

𝐇𝐀𝐏𝐏𝐘 𝟑𝟒𝐓𝐇 𝐁𝐈𝐑𝐓𝐇𝐃𝐀𝐘, 𝐌𝐄𝐒𝐔𝐓 𝐎𝐙𝐈𝐋! 🎉

6

15 ოქტომბერი 2022 19:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 98
ციტატა: kontaqti
შემადგენლობა ისევ ისეთი იქნრბა როგორც ყოველთვის ერთი მეკარეს შეცვლის. მთავარია არ ამოგვტენონ და ფრეზეც თანახმა ვარ

შენი დ3დის სოფელი მო,,,, 😂 გაასხმევინეთ ამ პუტას ფამს აქედან ეს რა დედით ს,,, არ გიტყდება ამდენი გინება მაინც :დ :დ :დ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (180)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)