კროოსი:„ზიდანის ეს სიტყვები „რეალის“ არცერთ ფეხბურთელს არ დაავიწყდება“

ტონი კროოსმა მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „რეალთან“ ერთად მოგებული ჩემპიონთა ლიგის თასები უბრალოდ წარმოუდგენელია...


„5 ჩემპიონთა ლიგის მოგება უბრალოდ სიგიჟეა და სხვა არაფერია. „ბაიერნთან“ ერთად მოპოვებული თასი დაუვიწყარია, ამას კი მოჰყვა ზედიზედ 3 გამარჯვება და შარშანდელი დრამატული ტრიუმფი, სადაც „რეალი“ ყველა ეტაპზე ახლოს იყო გავარდნასთან, თუმცა საბოლოო ჯამში ყველგან წარმატებას მიაღწია.“

„კრიშტიანო რონალდუ და გარეთ ბეილი მუდმივად გოლის გატანის რეჟიმში იყვნენ, ამ ფეხბურთელებს გამარჯვებულის სული ჰქონდათ, რაც სხვებზეც გადადიოდა. როდესაც საქმე ჩემპიონთა ლიგას ეხებოდა, ამ მოთამაშეთა ღვაწლი უდიდესი იყო.“

„ზიდანის სიტყვები „რეალის“ ფეხბურთელებს არასდროს დაავიწყდებათ. ფრანგმა ყველას აგვიხსნა და განგვიმარტა, რომ ბრძოლა და ტანჯვა უნდა გვესწავლა, ვინაიდან ამის გარეშე ევროსარბიელზე წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია.“

„„რეალმა“ იცოდა მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა. ჩვენ მაშინაც ვაღწევდით წარმატებას, როდესაც მეტოქე უფრო ეფექტურად ასპარეზობდა. ზიზუს შექმნილი ეპოქა კლუბის ისტორიაში დაუვიწყარია.“

„მანჩესტერ „სიტისთან“ გამართულ დაპირისპირებაში 10 გოლიც შეიძლებოდა გაგვეშვა, მაგრამ საბოლოო ჯამში 4 ბურთი გავუშვით და კარგი შანსი შევინარჩუნეთ. ის, რაც საბოლოო ჯამში მოხდა ფანტასტიკური იყო.“

„ჩემს მადრიდულ კარიერაში 2016 და 2022 წელს მოგებული თასები მართლაც უდიდეს ემოციებს უკავშირდებოდა. ვერ აგიღწერთ რას განვიცდიდი ფინალებში.“

„„ლივერპულთან“ ფინალს ჩემი პატარა შვილიც ესწრებოდა, მართალია მას მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში ეძინა, მაგრამ ის ხომ აქ იყო?!“

„კარიერის დასრულება? ამაზე საუბარი მოგვიწევს, თუმცა არ ვიცი როდის.“ dle 10.1

  • Hala
  • 13 ოქტომბერი 2022
  • 4603
  • 2

1

13 ოქტომბერი 2022 19:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
არ დაასრულო კარიერა ამ წელს, გთხოვ!

2

13 ოქტომბერი 2022 23:04

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მოინდომეს, ჩავი ლეგენდაა და ზიდანივით შედეგიანი იქნებაო.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (180)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)