ანჩელოტი:„„ბარსელონასთან“ მაღალი ხარისხის ფეხბურთს ვითამაშებთ“

კარლო ანჩელოტიმ „შახტართან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„ვეცადე როტაციისთვის მიმემართა და რესურსი დამეზოგა. შანსი ყველამ მიიღო და საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ. ჩვენ რამდენიმე დღე გვაქვს „ელ კლასიკოსთვის“ მოსამზადებლად. სანაკრებო პაუზის შემდეგ გუნდის ხარისხი ისეთი არ არის, როგორიც აქამდე იყო, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ „რეალი“ „ბარსელონას“ წინააღმდეგ მაღალი დონის ფეხბურთს ითამაშებს.“

„მეორე ტაიმში თამაში გაცილებით გართულდა. უკრაინელები თავს შესანიშნავად იცავდნენ. დონეცკელების მოტივაცია მართლაც უდიდესი იყო.“

„რუდიგერმა ძალიან ეფექტური გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ დაზიანება მიიღო. ექიმები ამ წუთებშიც აკვირდებიან გერმანელს და შესაბამის სამედიცინო მანიპულაციებს უტარებენ. ვიმედოვნებ, ანტონიო „ელ კლასიკოში“ ხელმისაწვდომი იქნება.“

„კროოსის კონტრაქტზე არ ვღელავთ, ვინაიდან ეს თავიდან ბოლომდე მისი გადასაწყვეტია. გერმანელმა იცის, რომ „რეალს“ მასთან თანამშრომლობის გახანგრძლივება სურს, დანარჩენი კი ტონიზე იქნება დამოკიდებული.“

„თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ ეფექტურობა გვაკლდა. ჩვენ ცუდად ვითამაშეთ, სწორედ ასე შევაფასებდი პოლონეთში ვოიაჟს, მაგრამ ხანდახან ფეხბურთში მსგავსი რამ ხდება.“

„დადებითი ასპექტი ის არის, რომ „რეალი“ არასდროს ნებდება. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ და 1 ქულა მაინც მოვიპოვეთ.“

„ედენს გაუჭირდა, ვინაიდან არცერთი მიმართულებით მოძრაობის საშუალება არ ეძლეოდა. „შახტარის“ დაცვა ყველგან მჭიდროდ ასპარეზობდა. იგივეს თქმა შემიძლია კარიმ ბენზემაზეც.“

„რუდიგერს შუბლზე დიდი ჭრილობა აქვს, მაგრამ კარგად არის, საუბრობს და იღიმება. მასთან დაკავშირებით სიფრთხილეს გამოვიჩენთ.“

„მბაპე „რეალში“, თანაც იანვარში? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უბრალოდ არ შემიძლია.“ dle 10.1

  • Hala
  • 12 ოქტომბერი 2022
  • 5082
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (192)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)