ანჩელოტი:„მე უკვე ვესაუბრე კურტუას, ის ხუთშაბათს ივარჯიშებს“

კარლო ანჩელოტიმ „შახტართან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„დღევანდელი ვარჯიში ძალიან სერიოზული სურათის მომცემი იქნება. სწორედ აქ დავაკვირდები, ვინ არის მზად 100%-ით. კალენდარი საკმაოდ რთულია, რაც ფეხბურთელებისთვის აღდგენითი პროცესის ხელშეშლას იწვევს.“

„როდესაც შემადგენლობაში ვერ ხვდები, ბუნებრივად ბრაზდები, ეს ჩემთვის საკმაოდ მისაღებია. მთავარი ის გახლავთ, რომ ხელი არავის ჩაუქნევია და გასახდელში ჩემს გადაწყვეტილებას ყველა პატივს სცემს. მერწმუნეთ, ეს ბუნებრივი პროცესია.“

„ბენზემა ბოლომდე მზად არის და „შახტარის“ წინააღმდეგ სავარაუდოდ იასპარეზებს. არ ვიცი, დავაყენებ თუ არა ვინისიუსს, რომელიც არნახულ დატვირთვებს უძლებს და თითქმის ყველა წუთს მოედანზე ატარებს.“

„როდესაც რთულ თამაშს იგებ, შენი პიროვნების ჩვენება გიწევს. არ ვიცი, როგორ ითამაშა „ბარსელონამ“ „სელტასთან“, მაგრამ ფაქტია, რომ ჩავის გუნდმა აქტივში 3 ქულის ჩაწერა შეძლო.“

„კურტუა ბევრად უკეთეს სიტუაციაშია. ჩვენ გვსურს, რომ ბელგიელმა კიპერმა ხუთშაბათს ივარჯიშოს და „ბარსასთან“ მატჩს მოწოდების სიმაღლეზე შეხვდეს.“

„ერთადერთი რამ, რაც ანდრეი ლუნინს აკლია გამოცდილებაა. უკრაინელი კარის დარაჯი ბოლო მატჩებში საკმაოდ დიდ პროგრესს აჩვენებს. ის ძალიან მორცხვია, მაგრამ შრომისმოყვარე და მიზანმიმართული.“

„არ ვიცი, ითამაშებს თუ არა აზარი უკრაინელთა წინააღმდეგ. სასტარტო შემადგენლობაზე ხვალ ჩამოვყალიბდები.“

„ჩვენ დიდ პატივს ვცემთ „შახტარს“, რომელიც საომარ სიტუაციაში იმყოფება, ბევრს მოგზაურობს და არაერთი პრობლემა აქვს. ყველა ფეხბურთელს მხარდაჭერას ვუცხადებთ.“

„ისევ თერთმეტეულზე მეკითხებით, მე კი გეუბნებით, რომ სასტარტოს შესახებ ინფორმაციას მატჩის დაწყებამდე 1-2 საათით ადრე გაიგებთ.“

„ჩვენი მიზანი ხვალინდელი მატჩის მოგება და აქტივში 3 ქულის ჩაწერაა, რაც 1/8 ფინალის საგზურის ავტომატურ მოპოვებას ნიშნავს.“ dle 10.1

  • Hala
  • 10 ოქტომბერი 2022
  • 2133
  • 2

1

11 ოქტომბერი 2022 09:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 117
კურტუა აუცილებელია კლასიკოში, ასეთ მატჩებში მეკარეს დიდი როლი აქვს ხოლმე

2

11 ოქტომბერი 2022 22:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 407
ვინიციუსმა უნდა დაისვენოს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (218)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)