ანჩელოტი:„ჰოლანდი „რეალში“? ამ საკითხზე არ ვსაუბრობ“

კარლო ანჩელოტიმ „ხეტაფესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„გვჯერა, რომ „ხეტაფეს“ წინააღმდეგ „რეალის“ ფეხბურთელები საუკეთესო ფეხბურთს ითამამაშებენ. ჩვენთვის ლა ლიგის მომდევნო ტურის მოგება ფრიად მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ კონცენტრირებულები ვიქნებით.“

„ბენზემას მდგომარეობა უმჯობესდება. მან ტრავმის შემდეგ 2 თამაშში მიიღო მონაწილეობა. არ ვიცი, ითამაშებს თუ არა სასტარტო „ხეტაფეს“ წინააღმდეგ.“

„დაცვაში კარგმა და კომპაქტურმა თამაშმა გასულ სეზონში ჩვენი წარმატებების დიდი ნაწილი განაპირობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კომპონენტში პროგრესი ვაჩვენოთ და რაც შეიძლება ნაკლები გოლი გავუშვათ.“

„მსოფლიო ჩემპიონატი რა თქმა უნდა შეიცავს რისკებს და ფეხბურთელები ამას ითავისებენ. ვიმედოვნებ, ტრავმით არცერთი მოთამაშე არ დაბრუნდება და ჩვენი მინი პრე-სეზონი წარმატებით ჩაივლის. სანაკრებო შეკრების შემდეგ სერიოზული გადალაგებები მოგვიწევს.“

„„ხეტაფე“ ყოველთვის იბრძვის და არასდროს ნებდება. აქ ფსიქოლოგიურ ასპექტს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება.“

„ამ სეზონში „რეალისგან“ უნდა ელოდოთ, როგორც ლაღ და სწრაფ თამაშს, რომელიც პრესინგზე იქნება ორიენტირებული, ასევე განსხვავებული ტიპის ტაქტიკურ მონახაზებს. ეს არის მრავალმხრივი სეზონი, სადაც მუდმივად იდენტუი გათვლა ვერ გვექნება.“

„კურტუა „ელ კლასიკოში“ მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს. ბელგიელის აღდგენითი პროცესი დადებითი დინამიკით მიმდინარეობს.“

„კარიმთან დაკავშირებით არანაირი საზრუნავი არ გვაქვს. ფრანგი დაბრუნდება და ბევრ გოლს გაიტანს. ვერ ვიტყვი, რომ ბენზემა ფორმიდანაა ამოვარდნილი.“

„რუდიგერსა და ჩემს შორის არცერთ საკითხზე არ ყოფილა გაუგებრობა. მადრიდის „რეალს“ გერმანელის სახით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ჰყავს.“

„კროოსი როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად სრულფასოვნად მომზადებულია. გერმანელი არასდროს განიცდის, არასდროს ნერვიულობს და ყოველთვის დადებით ემოციებს აღძრავს თანაგუნდელებში. თუ ნახევარმცველი კონტრაქტს გაახანგრძლივებს, ყველას ძალიან გაგვიხარდება.“

„როდრიგო ძალიან სერიოზულად მუშაობს, ის დიდი ინტელექტუალი და სრულფასოვანი ადამიანია.“

„ჰოლანდი? ამ ტრანსფერზე არ ვსაუბრობ, რადგან აზრი არ აქვს. ახლა ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ.“

„სებალიოსის და კურტუას დაბრუნების შემდეგ კოლექტივი სრულფასოვნად შეივსება. როდესაც 3 დღეში ერთხელ თამაში გიწევს, რისკები არსებობს.“ dle 10.1

  • Hala
  • 7 ოქტომბერი 2022
  • 934
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (221)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)