კარვახალი:„„რეალმა“ ბოლო 8 წელიწადში ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ მოიგო“

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მადრიდის „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის 5 თასის მოგება შევძელი, თუმცა ჩემთვის სრულიად გასაგებია ის ღირებულებები და ისტორია, რომელიც სამეფო კლუბს აქვს, რაც თავის თავში გულისხმობს ყოველთვის წინსვლას და ტიტულებისთვის ბრძოლას.“


„სამეფო კლუბში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს. ჩვენს კოლექტივს ახლა ძალიან გამოცდილი და ასევე ახალგაზრდა ფეხბურთელები ამაგრებენ, რომლებიც ბრწყინვალე სინთეზს ქმნიან.“

„ვინმე ფიქრობს, რომ „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი არ არის? არ ვიცი, რატომ თვლიან ასე. ჩვენ ყოველთვის მაქსიმალური შედეგებისთვის ვიბრძვით.“

„ის, რაც უკრაინაში ხდება რა თქმა უნდა მიუღებელია. 21-ე საუკუნეში ომი წარმოუდგენელი რამ არის. ის, რასაც „შახტარი“ აკეთებს ნამდვილად დასაფასებელია. ისინი ევროსარბიელზე ბრწყინვალედ გამოდიან.“

„ბოლო 8 გათამაშებიდან 5 მოვიგეთ, ამით ყველაფერი ნათქვამია. არ ვიცი, ვინმე თუ ფიქრობს, რომ გაგვიმართლა.“

„საუკეთესო ფიზიკური კონდიციისა და თავდაჯერებულობის მოპოვება დავიწყე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირად დონეზე კმაყოფილი ვარ.“

„სამართლიანობაზე ან უსამართლობაზე მხოლოდ მაშინ საუბრობენ, როდესაც ჩემპიონი „რეალი“ ხდება. ეს ხშირად მაცინებს ხოლმე. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში მოწოდების სიმაღლეზე ვიდექით და ასეც გაგრძელდება. მერწმუნეთ, საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობდით.“ „მესი ფიქრობს, რომ გაგვიმართლა? ეს სასაცილოა.“ „

„კალენდარი ძალიან რთულია. მსოფლიო ჩემპიონატის ნოემბერში ჩატარება ბევრ პრობლემას ქმნის, მაგრამ ადაპტირება მოგვიწევს. მოთამაშეებს აღდგენითი პროცესისთვის დიდი დრო არ აქვთ.“

ტრავმები? მუნდიალამდე ჯერ კიდევ 6-7 კვირაა დარჩენილი, ამიტომ არამგონია ვინმე ტრავმიდან თავის არიდებაზე ფიქრობენ. ამაზე საუბარი მსოფლიო ჩემპიონატამდე 5-10 დღით ადრე შეგვეძლება.“

„ბენზემა საუკეთესოა და მის ფსიქოლოგიაზე გაფუჭებული პენალტი ვერ იმოქმედებს. ფრანგს საკმაოდ დიდი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. საფეხბურთო სამყარო ძალიან მკაცრი და ხშირ შემთხვევაში კრიტიკულია.“ dle 10.1

  • Hala
  • 4 ოქტომბერი 2022
  • 10526
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (214)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)