ფლორენტინო პერესის სიტყვა გენერალურ ასამბლეაზე

ფლორენტინო პერესი „რეალის“ გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა...


„ჩემი საუბარი მსურს დავიწყო პაკო ხენტოთი, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოგვაკლდა და ყველას გული დაგვწყვიტა. ეს იყო ადამიანი, რომელმაც არამხოლოდ „რეალის“, არამედ მსოფლიო ფეხბურთის ისტორია შეცვალა.“

„ის, რაც ინდონეზიის საფეხბურთო სტადიონზე მოხდა შემზარავია. ყველას ვუთანაგრძნობ.“

„ჩვენ გვაქვს ვალდებულება და ამასთანავე პატივი შევინარჩუნოთ და დავიცვათ მადრიდის „რეალის“ ღირსება. ღირებულებები, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ასე გაგრძელდება მომავალშიც. თავდადება, თავგანწირვა, ერთგულება, მეგობრობა და სოლიდარობა ყოველთვის უმთავრესი იყო.“

„სწორედ ამ ყველაფერმა მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე და შექმნა კლუბის 120 წლიანი ისტორია.“

„გასული სეზონი ისტორიული იყო. პანდემიის კრიტიკულ მომენტის შემდეგ გულშემატკივრები სტადიონზე დაბრუნდნენ, ჩვენმა გუნდმა კი უამრავი ტიტულის მოგება შეძლო, როგორც საფეხბურთო, ასევე საკალათბურთო დონეზე.“

„ჩვენი სტადიონი ჯადოსნურია. ის, რაც ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე ხდებოდა, მხოლოდ ბერნაბეუზე შეკრებილ პუბლიკას შეეძლო.“

„მადლობას ვუხდი ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენი ლეგენდები არიან. დღესდღეობით „რეალის“ არაერთ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის 5 თასი აქვს მოგებული, ეს უდიდესი მიღწევაა.“

„კაზემიროს სახით მადრიდის „რეალმა“ უდიდესი ფეხბურთელი დაკარგა. ბრაზილიელის არჩევანს პატივი ვეცით და დიდი მადლობა გადავუხადეთ გაწეული სამსახურისთვის.“

„ისკო ალარკონმა სამეფო კლუბი მრავალწლიანი ეპოქის შემდეგ, უამრავი ტიტულით დატოვა, ის ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო.“

„გარეთ ბეილის სახელზეა არაერთი ისტორიული გოლი, რომლის წყალობითაც „ბლანკოსი“ ჩემპიონი გახდა.“

„აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ კარლო ანჩელოტის ძალიან დიდი ღვაწლი წარმატებაში, რომელმაც შარშანდელ მე-14 თასსა და ლა ლიგის 35-ედ მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.“

„ჩვენ გვყავს მსოფლიოში საუკეთესო გუნდი, რომელიც ტოპ ვარსკვლავებისგან შედგება. ამ მოთამაშეებმა უდიდესი გამოცდილება მიიღეს, რომელსაც ახლა ახალგაზრდებს უზიარებენ და ბრწყინვალე სინთეზს ქმნიან.“

„ჩვენ გვყავს გუნდი, რომელიც არასდროს ჩერდება და ყოველთვის ახალ მიღწევებზე ფიქრობს. ამ სეზონში სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა მატჩების 100%-ის მოგება შეძლეს.“

„აკადემიაში ახალგაზრდა მადრიდისტები გუნდის პატივისცემას, ღირებულებების გაზიარებას და ისტორიის გათავისებას ცდილობენ. ეს არის საუკეთესო აკადემია, სადაც ფეხბურთელებს შანსი აქვთ გაიზარდონ.“

„საკალათბურთო ნაკრებმა ბოლო 11 წელიწადში 23 ტიტული მოიგო. ვამაყობთ ამ გუნდის მიღწევებით.“

„გასული 2 წლის განმავლობაში სერიოზული ეკონომიკური კრიზისის წინაშე ვიდექით, მაგრამ საოპერაციო დანახარჯების შემცირებით შევძელით, რომ პრობლემები თავიდან აგვერიდება. ახლა ყველაფერი კალაპოტს უბრუნდება.“

„2021/22 წლების სეზონში გუნდის შემოსავალმა ჯამში 722 მილიონი ევრო შეადგინა, რაც საკმაოდ დიდი მატებაა. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გავუტოლდით პანდემიამდელ მაჩვენებლებს, მაგრამ დადებითი ბალანსი დიდი იმედისმომცემია.“

„სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონის ტრანსფორმაცია ჩვენი კლუბის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. სამუშაოების დაწყებიდან სამი წელი გავიდა და დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მადრიდის "რეალის" ოცნება რეალობასთან ძალიან ახლოსაა.“

„ბერნაბეუ, მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ტაძარი, ასევე მადრიდის არქიტექტურული ავანგარდის სიმბოლო და ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი დასასვენებელი და გასართობი ადგილი იქნება ევროპაში.“

„ფეხბურთის დაავადების დიაგნოზი აშკარაა, ჩვენ გვჭირდება პროფესიონალი, თანამედროვე და გამჭვირვალე მენეჯმენტი, რომელიც ადაპტირებულია დღევანდელი მსოფლიოს გლობალურ გამოწვევებზე და არა გასულ საუკუნეში შექმნილ ძველ სტრუქტურებზე. ჩვენ უნდა შევთავაზოთ გულშემატკივრებს ხარისხიანი და დამაინტერესებელი პროდუქტი, რომელიც აღადგენს მათ ენთუზიაზმს და ვნებას ფეხბურთის მიმართ. სწორედ ამისთვის გვსურს სუპერლიგის პროექტის განხორციელება.“

„სანამ ცოცხალი ვარ და „რეალის“ სათავეში ვდგავარ, ჩვენს სტადიონს სახელწოდება არ შეეცვლება. სანტიაგო ბერნაბეუ დიდი ისტორიის მატარებელია.“ dle 10.1

  • Hala
  • 2 ოქტომბერი 2022
  • 3647
  • 1

1

2 ოქტომბერი 2022 20:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4900
გენიოსი კაცი, ლეგენდარული პრეზიდენტი, ყველა დროის ერთერთო საუკეთესო პრეიდენტი სპორტის ისტორიაში, თუ საუკეთესო არა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (214)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)