ანჩელოტი:„ვალვერდე ჯერარდს მართლაც ჰგავს, მაგრამ მეტი შეუძლია“

კარლო ანჩელოტიმ „ოსასუნასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„საკმაოდ მნიშვნელოვან ეტაპზე გადავედით. ოქტომბრის თვეში მჭიდრო კალენდარი გვაქვს. გამოწვევები დიდია, მაგრამ ჩემი შემადგენლობა მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ამ გამოწვევას სათანადო პასუხს გავცემთ. ფეხბურთელებთან მაქსიმალური მოთხოვნები მაქვს.“

„მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მადრიდის „რეალს“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საგზური უნდა ჰქონდეს განაღდებული. ჩვენ ერთობლივად დიდ აქცენტს ვაკეთებთ, როგორც ევროსარბიელზე, ასევე ლა ლიგაზე.“

„ბენზემამ კარგად ივარჯიშა. სრულფასოვნად მოემზადა და ხვალ დიდი ალბათობით სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს. არ ვიცი, მივცემ თუ არა 90 წუთი მოედანზე ყოფნის საშუალებას.“

„მოდრიჩის დაზიანება სერიოზული არ არის, მაგრამ განსაკუთრებულ სიფრთხილეს გამოვიჩენთ.“

„აზარი და ასენსიო თავს კარგად გრძნობენ. ნაკრებებში მათ დატვირთვა მიიღეს, თუმცა ვარჯიშებზე 100%-ით დაიხარჯნენ.“

„ეროვნული ნაკრებების მწვრთნელები ხშირად მირეკავენ და ამა თუ იმ ფეხბურთელზე ინფორმაციას მთხოვენ. მჭიდრო კალენდარის პირობებში რისკი ყოველთვის მეტია.“

„ოდრიოზოლა და ანდრეი ლუნინი ყოველთვის მზად უნდა იყვნენ, რადგან შანსს აუცილებლად მიიღებენ.“

„ბენზემა ისეთივეა, როგორც ყოველთვის. მცირე პაუზა მის სათამაშო ფორმაზე ზეგავლენას არ იქონიებს.“

„სუარესის შექება ვალვერდეს? დიახ, მას მართლაც აქვს ჯერარდის გარკვეული თვისებები, მაგრამ ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტის გაკეთებაც შეუძლია.“

„ლუკას ვასკესი რამდენიმე დღეში ხელმისაწვდომი იქნება. ესპანელის აღდგენითი პროცესი დასასრულს უახლოვდება და მალე შეძლებს კოლექტივის დახმარებას.“

„„ელ კლასიკო“? მე არ ვფიქრობ „ბარსელონაზე“ და არ მაინტერესებს ჩავის გუნდის სათამაშო ფორმა. ახლა მხოლოდ „ოსასუნაზე“ ვარ ორიენტირებული. მთავარი ის არის, რომ ფეხბურთელებმა თითოეულ დაპირისპირებაზე მოახდინონ კონცეტრირება.“ dle 10.1

  • Hala
  • 1 ოქტომბერი 2022
  • 3564
  • 2

1

1 ოქტომბერი 2022 15:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2640
რიგში მეათე მოგეებაა. კლუბი უახლოვდება ახალ რეკორს და დიდი იმედი მაქვს დაამყარებს კიდეც. უბრალოდ შემდეგი 4 თამაშის მოგებაა სააჭირო რაც ვფიქრობ არ უნდა გაგვიჭირდეს წესით. და ბარსასთან თამაშს უკვე რეკორდსმენის რანგში შევხვდებით, ზედიზედ 13 მოგებით და იმედია ბარსასთანაც გაგრძელდება ეს სერია და 14 მოგება გვექნება

2

2 ოქტომბერი 2022 12:21

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: murtoreali777
რიგში მეათე მოგეებაა. კლუბი უახლოვდება ახალ რეკორს და დიდი იმედი მაქვს დაამყარებს კიდეც. უბრალოდ შემდეგი 4 თამაშის მოგებაა სააჭირო რაც ვფიქრობ არ უნდა გაგვიჭირდეს წესით. და ბარსასთან თამაშს უკვე რეკორდსმენის რანგში შევხვდებით, ზედიზედ 13 მოგებით და იმედია ბარსასთანაც გაგრძელდება ეს სერია და 14 მოგება გვექნება

კი ნამდვილად რეალი არის უმაგრეს ფორმაში და იმედია მოგებათა სერია გაგრძელდება

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (213)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)