მაურინიოს ინტერვიუ

ეს მაურინიოს პირველი ინტერვიუა მას შემდეგ, რაც "მადრიდის რეალის" წინასასეზონო სამზადისს შეუდგა. მაურინიო–ადამიანი, რომელსაც საშინლად უყვარს საკუთარი პროფესია. მის სამყაროში ფეხბურთის გარდა სხვა არაფერია. ამით კი მისი ოჯახი ზარალდება. ის მოურიდებლად დაუპირისპირდა საკუთარ ცხოვრებაში ერთ–ერთ ყველაზე ძლიერ გამოწვევას.

ის, რაც ფლორენტინო პერესმა განაცხადა რაულთან გამომშვიდობებისას,სრულებით ესადაგება ჟოზე მაურინიოსაც: ყველა მისი დამსახურება მხოლოდ ერთ ადამიანს არ ეკუთვნის, არამედ მთლიანად კლუბს. ფეხბურთის ისტორიაში არაა მეორე ისეთი მწვრთნელი, რომელმაც ასე მოკლე ხანში მოახერხა ამდენი ტიტულის მოგება და ეს სხვადასხვა კლუბებში. მას ყველაფერი დაწყობილი აქვს , გარდა ოჯახისა , რომელსაც ძალზედ ნაკლებ დროს უთმობს. მასთან საუბარი და მისი რჩევების მოსმენა ერთი დიდი სიამოვნებაა.

შეხვედრისას , მან როგორც წესი , ცოტა დააგვიანა. ეს იმიტომ, რომ მას კლუბის მუშაობის რამოდენიმე დეტალი უნდა დაეზუსტებინა. თუ ვინმე თვლის, რომ საუბარი რკინის სერჟანტს ეხება, ძალიან ცდება. მოუ–უბრალო მეოჯახე კაცია. ლოს ანჯელესში ღამდება და მაურინიოც ჟურნალისტებთან ინტერვიუს ჩასაწერად მიემართება. მას ამისთვის შესანიშნავი ადგილი აქვს არჩეული–UCLA–ს საწვრთნელ ბაზასთან ახლოს. როცა ლაპარაკობს, პირდაპირ თვალებში გიყურებს და ყველაფერს ბოლომდე გიხსნის.


- იცით თუ არა, რომ თუ Google Espana–ში თქვენს სახელს აკრეფთ, მაშინ თქვენ ხართ მესამე ჟოზე, რომელსაც ყველაზე მეტად ითხოვენ სარამაგოსა და ტომასას შემდეგ...

- რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი სულაც არაა მაგ მხრივ ნომერ პირველად ყოფნა. მე მინდა, რომ ვიყო საუკეთესო ჩემს პროფესიაში და ჩემი კვალი დავტოვო კლუბის ისტორიაში. აი, ესაა ჩემი პროფესიული მოტივაცია. ჩემი ცხოვრების მიზანი კი არის ვიყო უბრალოდ კარგი ადამიანი და კარგი მამა.

- და მიაღწიეთ თუ არა ამას?

- რა გითხრათ... მე არ მაქვს ისეთი ცხოვრება, რომელსაც შევნატრი... არ მაქვს თავისუფალი დრო, რომ ვიყოთ მეგობრებისა და ოჯახის გვერდით. აი, ესაა ფეხბურთის უარყოფითი მხარე. რაც შეეხება დადებით მხარეს, ის ზალიან ბევრია.

- რა მოგცათ ფეხბურთმა ისეთი, რომ არ ღირდეს კარიერის დამთავრება და ღირდეს ბრძოლა?

- ჩემმა ოჯახმა იცის, რომ მე ჩემი თავი არ ვიქნებოდი, თუ არ მექნებოდა საყვარელი საქმე. ერთ ისტორიას მოგიყვებით. როცა მე მადრიდში პირველი თავისუფალი დრო გამომიჩნდა, გადავწყვიტე ატრაქციონების პარკში წავსულიყავი. ჩემი მეუღლე ძალიან ჭკვიანი ადამიანია, ველაფერს თავიდანვე მიხვდა და ჩემთან ერთად არ წამოვიდა. ჩემი ქალიშვილი პირიქით, წამოსვლა სურდა, მაგრამ მერე მითხრა, რომ აწი არასდროს არ წამოვიდოდა ჩემთან ერთად. მთელი ის დრო, მე ფეხბურთზე ვფიქრობდი.

- მადრიდისტები ფიქრობენ, რომ თუ თქვენ მოახერხეთ კლუბში სიტუაციის დალაგება, მაშინ ამას ვერავინ ვერ გააკეთებს. გრძნობთ თუ არა ასეთ განწყობას?

- მე ჯერ კიდევ ბოლომდე არ გავცნობილვარ მადრიდიზმს, რომ ვიცოდე, თუ რას ფიქრობს ხალხი ჩემს კლუბში მოსვლაზე...

- იცით, რომ პორტუგალიაში, ისევე როგორც ესპანეთში, რომ თქვენ მთლიანად შეცვალეთ ცხოვრება...

- არ ვიცი წარსული, მაგრამ გეტყვით, რომ ყოველ დღე უფრო მეტს ვიგებ ამ კლუბის შესანიშნავი ისტორიის შესახებ. როცა კლუბში მოვედი, ჩემი იდეაფიქსი სულაც არ ყოფილა, რომ წარსული ბოლომდე ამომეშალა. ჩემი მთავარი მიზანი არის , რომ ეს კლუბი ჩემს ფილოსოფიას მოვარგო. არ მინდა დავანგრიო, მხოლოდ დანგრევისთვის. ერთადერთი რაც მსურს, ესაა ჩემი თამაშის ხედვა გავავრცელო. მაგალითად, ჩემი ფეხბურთელები ამ ცვლილებებს დიდი ენთუზიაზმით უყურებენ.

- რა დროა საჭირო იმისთვის, რომ "მადრიდის რეალი" ევროპის ტოპ–კლუბი გახდეს?

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემი კლუბები ტოპ–დონეს მეორე წელს აღწევენ. საბედნიეროდ ყოველ კლუბში პირველივე წელს ვახერხებდი ტიტულის მოგებას. "ინტერთან" ერთად ჩვენ პირველივე წელსვე მოვიგეთ ჩემპიონატი, ასე იყო "ჩელსის" და "პორტუს" შემთხვევაშიც. ეხლა , კი "მადრიდის რეალშიც" ანალოგიური რამის გაკეთება გვინდა. მაგრამ უმაღლესი ხარისხის თამაშს მხოლოდ მეორე წელს ვაჩვენებთ...

- მაგრამ აქ ძალიან ეჩქარებათ...

- მაგრამ მთლიანი ადაპტაცია კი მხოლოდ მეორე წელს მიიღწევა. ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მინიმუმ ორი წელია საჭირო, ეს დრო იმისთვისაა საჭირო, რომ ცალკეული ფეხბურთელები მთლიანად მიეჩვიონ კლუბის თამაშს და გახდნენ ერთი გუნდი, ერთი ფილოსოფიის მიმდევრები. არ შეიძლება ასევე იმ სურპრიზების დავიწყებაც, რაც ახალმა მწვრთნელმა შეიძლება მოიტანოს.

- რას გულისხმობთ?

- ჩემი კარიერის მანძილზე მე ბევრჯერ მქონია შემთხვევა, როცა ფეხბურთელი, რომელიც სუსტი მეგონა, ძალიან ძლიერები გამომდგარან, ხოლო ისინი, რომელსაც მე ვენდობოდი, ვერ ამართლებდნენ ნდობის ხარისხს.

- ეს როგორ?

- შეიძლება ათასჯერ უყურო შეხვედრას ტელევიზორში და ფეხბურთელის ყველა მოქმედება დაიმახსოვრო, იყო კმაყოფილი მანამ, სანამ მათთან არ დაიწყებ მუშაობას და არ გაიგებ, თუ რას წარმოადგენენ სინამდვილეში. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სეზონში ბევრი სასურველი სურპრიზი მექნება, მაგრამ ასევე უარყოფით გამოცდილებასაც არ გამოვრიცხავ. დარწმუნებული ვარ, სეზონი ძალიან დაძაბული იქნება.

- ანუ გინდათ თქვათ, რომ ამ სეზონში მოგება სურპრიზი იქნება...

- დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ და თავის დაცვისთვის ნიადაგსაც არ ვიმზადებ. უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ პირველი სეზონი–უნდა იმუშაო , ხოლო მეორე წელს–უნდა გაიმარჯვო.

- ეხლა თქვენ მხოლოდ ნახევარ შემადგენლობასთან მუშაობთ...

– დიახ, ეს სულაც არ არის კარგი. მოდიან ის ფეხბურთელები, რომლებიც გვაკლდა, მაგრამ მათ პრაქტიკულად ეგრევე უწევთ საკუთარი ნაკრებებში დაბრუნება: 13 აგვისტოს კი ჩვენ ამხანაგურ შეხვედრას გავმართავთ "ბავარიას"–თან, სადაც ზემოტხსენებული ფეხბურთელების იმედად ვერ ვიქნები. შემდეგ ჩვენ მხოლოდ ორი კვირა გვრჩება სეზონის დაწყებამდე, რის შემდეგაც ისინი კვლავ ეროვნულ ნაკრებებს შეუერთდებიან. ამის შემდეგ იწყება ჩემპიონთა ლიგა. ჩემპიონთა ლიგის პირველი შეხვედრის წინ ჩემს რამოდენიმე ფეხბურთელს შეიძლება ჩემი სახელიც კი დაავიწყდეს. აი, ესაა ამჟამად ჩემი მთავარი პრობლემა.

მაურინიო უდიდეს მნიშვნელობას აქცევს დისციპლინას, რაც რა თქმა უნდა, მის მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს.

- ჩემს მოსვლამდე კლუბში მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ ფეხბურთელების გაღვიძებით, რომ ამ უკანასკნელებს არ დაეგვიანათ ავტობუსზე ან ვარჯიშზე. ეხლა ფეხბურთელები თავად იღვიძებენ. არც ერთმა ჩვენგანმა არ უნდა შეიწუხოს თავი იმით, რომ ურეკოს ფეხბურთელებს გასაღვიძებლად ან იმის სათქმელად, თუ როგორი სიტუაციაა გზებზე. ეს უკვე მორჩა და წარსულს ჩაბარდა. მათ ეს გაიგეს, ვინაიდან, როცა 40 ადამიანი ერთს ელოდება ეს ძალიან არანორმალურია.

- და მუშაობს ეს მეთოდი?

- ამ დროისთვის არავის არ დაუგვიანია. მინდა ეხლავე გთხრათ, რომ თუ ასეთი რამე მოხდა, მაშინ არანაირი დრამა არ იქნება. რა თქმა უნდა, შეიძლება ერთხელ დააგვიანო, თუ ცუდად გეძინა. თუ ადამიანს ესმის, რომ ეს არანორმალურია, მაშინ ყველაფერი კარგადაა.

- რას იტყვით ტელეფონების გამოყენების აკრძალვაზე?

- არიან მწვრთნელები, რომლებიც ამბობენ: "არანაირი მობილურები ავტობუსში!". ვფიქრობ, რომ თუ შენ კრძალავ რამეს, მაშინ ყოველთვის მოიძებნება რომელიღაც სულელი, რომელიც ამას მალულად გააკეთებს. ტელეფონის გამოყენება შეიძლება, მაგრამ სხვების პატივისცემით და უხმო რეჟიმზე.

- როგორც "მადრიდის რეალის" შემთხვევაში, მადრიდისტები თვლიან, რომ თუ თქვენ ვერ დააბრუნებთ ძველ კაკას, მაშინ ვერავინ ამას ვერ შეძლებს...

- ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სახის პრობლემა აქვს მას. ჩვენი ფებხურთელისადმი მიდგომა ბევრ სპეციფიკურ საკითხებს მოიცავს. რაც შეეხება კუნთების ვარჯიშს, ამ მხრივ ჩვენ ძალიან მონდომებულნი ვართ. ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ვარჯიშის შემდეგ, მათ უკვე არ ჭირდებათ სპორტდარბაზებში სიარული. ამიტომ წინასწარ უნდა ვიცოდეთ, თუ რა სახის პრობლემა აქვს მას. ამჟამად ჩვენ მისთვის მოედანზე ადგილის მოძებნით ვარ დაკავებულნი.

ბევრი თვლის, რომ მაურინიო "ბარსელონას" კოშმარია. ესაა, როლი, რომელსაც ის იღებს, როგორც თამაშის ნაწილს.

- "ბარსელონა"–ესაა გუნდი, რომელიც ერთსა და იმავე თამაშს მთელი 10 წელია, რაც თამაშობს. მათ ჰყავდათ რაიკაარდი, ეხლა გვარდიოლა. ხვალ კიდევ სხვა. მთავარი კი შეუცვლელი თამაშის სტილია.

- ამ მხრივ, რას იტყვით "მადრიდის რეალზე"?

- არ ვიცი, ეხლა "ბარსელონაში" რა სიტუაციაა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მათ სერიოზულ მეტოქეობას გავუწევთ. ჩემთვის ტრაგედია იქნება, თუ "ბარსასნაირი" მეტოქე/კონკურენტი არ მეყოლება.

წყარო: El Mundo
dle 10.1

  • shvela
  • 3 აგვისტო 2010
  • 1955
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)