კამავინგა:„ანჩელოტი გენიოსია, მას საოცარი თვისებები აქვს“

ედუარდო კამავინგამ ჟურნალისტებთან ინტერვიუში „ბლანკოსში“ მიმდინარე მოვლენებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა...


„როდესაც კარლო ანჩელოტისთან მუშაობ, უფრო თავდაჯერებული ხდები. ამ ადამიანებს ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ურთიერთობის საოცარი ნიჭი აქვს. იტალიელმა კარგად ამიხსნა რა სჭირდება ჩემგან, როგორ უნდა ვითამაშო კონკრეტულ სიტუაციაში და რა ასპექტებია დასახვეწი. მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ანჩელოტისთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში მიწევს ცხოვრება.“

„შარშან „რეალთან“ ერთად 4 ტიტული მოვიგე, წელს კი კიდევ უფრო კარგი შედეგების ჩვენებას ვაპირებთ. ევროპის სუპერთასის მოგების შემდეგ აქტივი გახსნილია, დანარჩენს კი გაზაფხულზე ვიხილავთ.“

„ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებს უდავო ფავორიტად მივიჩნევ. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, სასურველ შედეგს აუცილებლად მივაღწევთ.“

„ძალიან მიყვარს კარგად ჩაცმა და მოდის ტენდენციების გაზიარება, თუმცა ყველაზე დიდი ყურადღება ფეხბურთს უნდა დავუთმო, ვინაიდან პოპულარობა სწორედ სპორტის ამ სახეობამ მომიტანა.“

„ჩემთვის ყოველი დილა ფეხბურთზე ფიქრით იწყება. მსურს, რომ მაქსიმალურად დავიხვეწო და ყოველთვის ისეთი ენერგიული ვიყო, როგორიც ახლა ვარ.“

„„რეალი“ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. როგორც კი წინადადება მივიღე, მაშინვე დავთანხმდი. ვიცოდი, რომ ბერნაბეუზე ჯადოსნური ღამეები მელოდა. პირველი სეზონი მართლაც დაუვიწყარი იყო.“

„ბუნებრივია, „რენში“ უფრო პოპულარული ვიყავი, ვიდრე სამეფო კლუბში, მაგრამ აქ უდიდესი გამოცდილება მივიღე და ხალხმაც გამიცნო. „რეალში“ ასპარეზობა განსაკუთრებულია.“

„მომწონს მადრიდში ცხოვრება, ამინდი, ხალხი, გარემო და ასე შემდეგ. ადაპტაცია ნამდივლად არ გამჭირვებია.“

„ჩუამენისთან ყველაზე მეტს ვსაუბრობს. ასევე კარგი ურთიერთობა მაქვს ბენზემასთან, ალაბასთან და სხვებთან. კომუნიკაცია არ მიჭირს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“

„ყველაზე სუსტი წერტილი? მარჯვენა ფეხი. ამ მიმართულებით ბევრ რამეს შევცვლიდი.“ dle 10.1

  • Hala
  • 25 სექტემბერი 2022
  • 866
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (105)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)