კაკა:„პერესმა მაშინ გამაბედნიერება, როდესაც „რეალიდან“ მოვდიოდი“

რიკარდო კაკამ მადრიდის „რეალთან“ დაკავშირებით ისაუბრა და წლების წინ განვითარებული მოვლენებიც გაიხსენა...


„როდესაც „მილანი“ დავტოვე და „რეალში“ გადავედი, ძალიან დიდი გეგმები მქონდა. ჩემზე დიდი ავანსი იყო გაცემული. კლუბმა უდიდესი სატრანსფერო პოლიტიკა აწარმოა და შემადგენლობა ძალიან გააძლიერა, რასაც შესაბამისი შედეგებიც უნდა მოჰყოლოდა.“

„პირველი სეზონი მარტივი არ იყო, რადგან ადაპტაციას გავდიოდი, ამას დაერთო ტრავმები, რამაც ძალიან შემიშალა ხელი, თუმცა ჩავატარე მატჩები, სადაც საკმაოდ მაღალ დონეზე გამოვედი და გუნდის დახმარება შევძელი.“

„მას შემდეგ, რაც კოლექტივს სათავეში ჟოზე მოურინიო ჩაუდგა, ჩემი პრობლემები გაათმაგდა, რადგან სათამაშო დრო აღარ მეძლეოდა. მეტიც, მე ვერ ვჯდებოდი პორტუგალიელი სპეციალისტის სქემაში, თუმცა ვერასდროს მათქმევინებთ მასზე ცუდს, რადგან გუნდი წარმატებული იყო.“

„ყველაზე ბედნიერი მომენტი მაშინ დადგა, როდესაც გუნდიდან მოვდიოდი და ფლორენტინო პერესმა მითხრა, რომ ვარ დიდი პროფესიონალი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა გუნდის წარმატებისთვის, თუმცა დაუმთავრებლებმა ტრავმებმა და მწვრთნელის გადაწყვეტილებებმა შესაძლებლობების 100%-ით გამოვლენის საშუალება არ მომცა. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა.“

„კარლო ანჩელოტი უდიდესი მწვრთნელია, მასთან დიდი ხნის განმავლობაში ვიმუშავე. დღეს იტალიელი სპეციალისტი კიდევ უფრო განვითარდა, მისი ხედვები თანამედროვე ფეხბურთთან სრულ თანხვედრაშია, რაც ძალიან მახარებს. კარლიტოს დიდ პატივს ვცემ. ის ჩემი კარიერის საუკეთესო დამრიგებელი იყო.“

„ის, რაც „ბლანკოსში“ ჩემი წამოსვლის შემდეგ მოხდა შთამბეჭდავია. ბოლო 10 წლის განმავლობაში „მერენგების“ შედეგები ყველასთვის თვალშისაცემი იყო.“

„კაზემიროს წასვლა? ყველა აქვს არჩევანის გაკეთების უფლება. ის საკუთარ პოზიციაზე უდავოდ საუკეთესოა და პრემიერლიგაშიც დაიმკვიდრებს ადგილს. კარლოს ენრიკეს ღვაწლი „მერენგების“ წარმატებაში უდიდესია.“

„ჩუამენის სახით ანჩელოტის განკარგულებაში განსაკუთრებული ინტელექტის მქონე მოთამაშეა, ის კაზემიროს ჩანაცვლებას ეტაპობრივად შეძლებს.“

„ვინისიუსი? ვფიქრობ, ჩემს თანამემამულეს გაცილებით მეტი შეუძლია, ვიდრე ახლა აკეთებს. გაიხსენებთ მისი ასაკი. 2-3 წელიწადში ბრაზილიელი ფეხბურთელი ოქროს ბურთისთვის აუცილებლად იბრძოლებს.“

„როდრიგოში განსაკუთრებულ პერსპექტივა ვხედავ, ის ძალიან მიზანმიმართული ფეხბურთელია და ანჩელოტის კოლექტივის ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ ყალიბდება.“ dle 10.1

  • Hala
  • 25 სექტემბერი 2022
  • 7135
  • 5

1

25 სექტემბერი 2022 13:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1851
აფსუს... ის კაკა რო ყოფილიყავი მილანში რო დაფრინავდი, მართლა ცოტა იყომარა + ჟოზე და ტრამვებმაც გაუტრაკა.

2

25 სექტემბერი 2022 14:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9029
ყველაფერს რეალს ნუ აბრალებენ სულ რაა. როდესაც წამოვიდა ჩვენკენ უკვე ქონდა მოკლებული ამას ხარისხზე

3

25 სექტემბერი 2022 16:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 776
ციტატა: kontaqti
ყველაფერს რეალს ნუ აბრალებენ სულ რაა. როდესაც წამოვიდა ჩვენკენ უკვე ქონდა მოკლებული ამას ხარისხზე

რეალზე არაფერი დაუბრალებია მხოლოდ მოურინიოზე და ტრავმებზე თქვა და ჟოზეზეც არ უთქვამს რამე ცუდი თორე მოკლებული კი ქონდა შედარებით მაგრამ სეზონში ჩავარდნა სულ არის

4

25 სექტემბერი 2022 16:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9029
ციტატა: Giorno Giovanna
რეალზე არაფერი დაუბრალებია მხოლოდ მოურინიოზე და ტრავმებზე თქვა და ჟოზეზეც არ უთქვამს რამე ცუდი თორე მოკლებული კი ქონდა შედარებით მაგრამ სეზონში ჩავარდნა სულ არის

კონკრეტულად კაკამ დააბრალათქო არ ვამბობ. გეცოდინება წესით ძალიან დიდი რაოდენობა ამბობს ხალხის რომ რეალსი აფუჭებს ფეხბურთელებს და კონკრეტულად კაკაც რეალმა გააფუჭაო

5

25 სექტემბერი 2022 19:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 776
ციტატა: kontaqti
ციტატა: Giorno Giovanna
რეალზე არაფერი დაუბრალებია მხოლოდ მოურინიოზე და ტრავმებზე თქვა და ჟოზეზეც არ უთქვამს რამე ცუდი თორე მოკლებული კი ქონდა შედარებით მაგრამ სეზონში ჩავარდნა სულ არის

კონკრეტულად კაკამ დააბრალათქო არ ვამბობ. გეცოდინება წესით ძალიან დიდი რაოდენობა ამბობს ხალხის რომ რეალსი აფუჭებს ფეხბურთელებს და კონკრეტულად კაკაც რეალმა გააფუჭაო

უარესები მზეობები ვიცი და კაკაზეც გამიგია რაც მაგარი სისულელეა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (101)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)