სებალიოსი:„მოდრიჩი და კროოსი გენიოსები არიან“

დანი სებალიოსმა „ატლეტიკოსთან“ დაპირისპირების წინ გუნდში არსებულ ვითარებაზე და სამომავლო მიზნებზე ისაუბრა...


„თუ მადრიდულ დერბის მოვიგებთ, სანაკრებო შესვენება ისე დაიწყება, რომ გუნდს 100%-იანი შედეგი ექნება ნაჩვენები. გუნდი კარგ ფორმაშია და დიდებულ მეტოქესთან შესახვედრად მზად არის. დინამიკა შესანიშნავია, სწორედ ამიტომ პოზიტიური მოლოდინი გვაქვს.“

„საკმაოდ კონკურენტუნარიანი მატჩი იქნება. ვიცით, რომ „ატლეტიკო“ დაცვაში კარგად თამაშობს და ყოველთვის ცოტა გოლს უშვებს, სწორედ ამიტომ მრავალფეროვანი შეტევების განხორციელება გვმართებს.“

„ხვალ „ატლეტიკოს“ უფრო მეტი ქომაგი ეყოლება, ვიდრე „რეალს“, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სტადიონს გარეთ უამრავი მხარდამჭერი ელის „ბლანკოსის“ გამარჯვებას, სწორედ ამიტომ მაქსიმალური ყურადღებით ვითამაშებთ და მხოლოდ 3 ქულა დაგვაკმაყოფილებს.“

„სეზონი ძალიან გრძელია, ანჩელოტის განკარგულებაში კი 23-მა ფეხბურთელმა მოიყარა თავი. ყველას შეეძლება თავის გამოჩენა, ვინაიდან უდიდესი გამოწვევები უნდა მივიღოთ.“

„მოდრიჩისა და კროოსის სახით სუპერ ნახევარმცველები გვყავს. ასევე ძალიან ბევრს სწავლობენ კამავინგა, ფედერიკო და ჩუამენი. მე მათთან ერთად თამაში ყოველთვის მსიამოვნება. კარლიტომ შანსი ყველას მისცა.“

„შარშან უმძიმესი ტრავმის შემდეგ, ახლა გაცილებით უკეთ ვარ. პრე-სეზონის ფარგლებში იდეალური კონდიცია მივიღე და მოედანზეც პროგრესი მაქვს. მჯერა, რომ გუნდისთვის კიდევ უფრო სასარგებლო ვიქნები.“ dle 10.1

  • Hala
  • 17 სექტემბერი 2022
  • 833
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)