ანჩელოტი:„ამ საკითხზე არანაირ კომენტარს აღარ გავაკეთებ, დასრულებულია“

კარლო ანჩელოტიმ მადრიდული დერბის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„დერბი ყოველთვის განსაკუთრებულია, სწორედ ამიტომ განსაკთრებულად მოვემზადეთ და გვჯერა, რომ „ატლეტიკოს“ არენაზე შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას და საუკეთესო შედეგის ჩვენებას ვაპირებთ.“

„ვინისიუსს ჩემგან სრული მხარდაჭერა აქვს. ესპანეთში რესიზმი ნაკლებად არის გავრცელებული. სამწუხაროა, რომ ანალოგი მთელ მსოფლიოში არ ფიქსირდება.“

„არანაირი ზეწოლა, ზემოქმედება, ფეხბურთელის ფსიქიკაზე უარყოფითი ასახვა და ასე შემდეგ. ვინის საკითხზე არანაირ განცხადებას არ გავაკეთებ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და აქცენტის გაკეთება არ ღირს. ვინისიუსი თავს ბედნიერად გრძნობს და ამით საკითხი დახურულია.“

„კარიმ ბენზემა ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს, მან ინდივიდუალურად ვარჯიში დაიწყო, მაგრამ მოედანზე გასვლა რეკომენდირებული არ არის.“

„ვინ შეცვლის ფრანგს? ამაზე ახლა არ ვისაურებ, თუმცა გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს.“

„მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს. „ატლეტიკო“ რიგითი მეტოქე არ არის. ორივე გუნდში მაღალი დონის საშემსრულებლო ოსტატობით დაჯილდოვებული ფეხბურთელები თამაშობენ, ამიტომ თითოეული დეტალი უნდა გავითვალისწინოთ და მაქსიმალური ყურადღება გამოვამჟღავნოთ.“

„გრიზმანის სათამაშო დრო? არ ვიცი, რა შეთანხმებაა ფრანგთან დაკავშირებით, ამიტომ სიღრმეებში შესვლისგან თავს შევიკავებ.“

„მილიტაო 100%-ით მზად არის, მაგრამ არ ვიცი, სასტარტოდან დაიწყებს თუ არა, ამას ხვალ გადავწყვეტ.“

„ვინისიუსის საკითხზე გასახდელში არანაირი საუბარი არ მიმდინარეობს. არც ფეხბურთელი და არც გუნდი გარშემო არსებულ ზეწოლაზე არ ფიქრობს.“

„ახალგაზრდა ფეხბურთელებს ბრწყინვალე შანსი აქვთ იმისა, რომ გამოცდილი მოთამაშეებისგან მაგალითი აიღონ. კოლექტივში ბრწყინვალე ნაზავია. მე მომწონს როდრიგო გოეშის მიდგომები და მუდამ პროგრესზე ორიენტირებულობა.“

„მეორე ტაიმში ჩემი გუნდი მეტოქეებს ხშირად ჯაბნის. ალბათ ფიზიკური თვალსაზრისით მოწოდების სიმაღლეზე ვდგავართ.“

„ასენსიო ბედნიერია, რადგან ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს. მარკო კარგ ფორმაში შევა.“ dle 10.1

  • Hala
  • 17 სექტემბერი 2022
  • 2036
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)