ანჩელოტი:„პრაგმატული ფეხბურთის ჩვენება ჩემი დავალება იყო“

კარლო ანჩელოტიმ „ლაიფციგთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„ჩვენ ვიცოდით, რომ მეტოქე გუნდი კონტრ-შეტევაზე შესანიშნავად თამაშობდა, სწორედ აქედან გამომდინარე, პირველ ტაიმში ფრთხილი ტაქტიკა ავირჩიეთ და სრული სიმწვავით არ ვუტევდით. ეს იყო დაბალანსებული ფეხბურთი, რომელმაც შედეგი მოიტანა. მეორე ნახევარში ზეწოლა გავაძლიერეთ და შედეგიც სახეზეა. ფეხბურთელებმა, როგორც დაცვაში, ასევე წინა ხაზში კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.“

„მარკო ასენსიო გაბრაზებული აღარ არის, ის კონცენტრირებულია და კარგად ვარჯიშობს. მარკოს თამაშის შემდეგ ვუთხარი, რომ მისმა გოლმა უდიდესი სიამოვნება მომანიჭა. ეს იყო გადამწყვეტი მომენტი, სადაც გამარჯვება გავიფორმეთ.“

„ვინისიუსი კარგ ფორმაშია. ბრაზილიელის მზადების ტემპით კმაყოფილი ვარ. რაც მთავარია, მას აქვს თავდაჯერება.“

„ჩუამენი ინტელექტით სავსე მოთამაშეა, რომელიც ბრწყინვალედ პოზიციონირებს და ეს გუნდისთვის დიდი კომფორტია. რაც მთავარია, ფრანგი მუდმივად სწავლის პროცესშია და საკუთარი თავის განვითარებაზე ფიქრობს.“

„თავგანწირვა, გონიერება, შესანიშნავი დარტყმა, როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ფეხით - ეს ვალვერდეს მახასიათებლებია. მე მას ვუთხარი, რომ ამ სეზონში მინიმუმ 10 გოლის გატანა შეძლებს და შარშანდელი შედეგები მინიმალურია.“

„არ მახსოვს თამაში, სადაც სკამზე მშვიდად ჯდომას ვახერხებ. ეს ბუნებრივი და ნორმალურია. როდესაც მსოფლიოს საუკეთესო გუნდის მწვრთნელი ხარ, პასუხისმგებლობაც იმატებს.“

„კამავინგა მაშინ აქტიურდება, როდესაც გადამწყვეტი მომენტი დგება. მას აქვს საოცარი ენერგია და დინამიურ თამაშში ბრწყინვალეა. ედუ განვითარდება და პოზიციური ასპარეზობის დროს კიდევ უფრო კარგად ითამაშებს.“

„კარიმთან ერთად დღევანდელი თამაშის სტრატეგიას არ შევცვლიდი. შესაძლოა, გარკვეული კომბინაციები უფრო ეფექტური ყოფილიყო, თუმცა თამაშის სურათი არ შეიცვლებოდა.“ dle 10.1

  • Hala
  • 15 სექტემბერი 2022
  • 3382
  • 1

1

15 სექტემბერი 2022 13:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 818
შენარმოგიტყნაააა 🤣🤣

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)