რუდიგერი:„ბერნაბეუზე ლიგის ჰიმნის მოსმენა საოცარი იქნება

ანტონიო რუდიგერმა „ლაიფციგთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ჩემთვის მადრიდის „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგაზე თამაში დიდი პრივილეგია და პასუხისმგელობა იქნება. არსებობს ემოციური ფონიც, მაგრამ სიხარული გაცილებით მეტია. მსურს, რომ მატჩში მონაწილეობა მივიღო, თანაც პაექრობა ბერნაბეუზეა ჩანიშნული.“

„მსურს, რომ გატანილი გოლების მხრივ შარშან „ჩელსიში“ ნაჩვენები შედეგი გავაუმჯობესო. მეტოქის კარის აღება ყოველთვის მიზიდავდა.“

„ვერნერი ჩემი მეგობარია, მაგრამ როდესაც მოედანზე გავალთ, ჩვენი მეგობრობა დროებით პაუზას აიღებს, რადგან ახლა მეტოქეებად ჩამოვყალიბდით.“

„მეტოქეს ყოველთვის პატივი უნდა სცე. ვინისიუსს უყვარს სწრაფად გაქცევა და დრიბლინგი, რაც მოწინააღმდეგეებს პრობლემებს უქმნის.“

„მოთამაშეებთან სწრაფი კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია და საქმეს ამარტივებს. ესპანურს იდეალურად არ ვფლობ, მაგრამ ვთვლი, რომ ჩემი ნათქვამი ყველას ესმის.“

„მეტოქეებს ჩემი ეშინიათ? თუ ასეა ძალიან კარგი, ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები და ვცდილობ, საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშო. ზოგადად უხეში არ ვარ და წითელ ბარათებსაც იშვიათად ვიღებ.“

„ვცდილობ, ყოველთვის მეტი ვისწავლო. ასაკმა მეტი გამოცდილება მომიტანა, მაგრამ შეცდომის დაშვებისგან არასდროს არავინაა დაზღვეული.“

„ნკუნკუ ნამდვილად უნდა გამოვყოთ, ის ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელიც ყოველთვის სახიფათოდ თამაშობს.“

„როდესაც „რეალის“ ფეხბურთელებს ხედავ ფიქრობ, რომ მათთან ადაპტაცია პრობლემა არ არის. ვერ გეტყვით, რომ ასეა, თუმცა ჩემი მადრიდული ცხოვრება ძალიან კარგად წარიმართა და ადაპტაციაც გავიარე.“

„დავიდ ალაბასთან დუეტში თამაში პრობლემა არ არის, ჩვენი სამუშაო ენა ყოველთვის ესპანურია, რადგან ესპანეთში ვცხოვრობთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 13 სექტემბერი 2022
  • 1035
  • 1

1

13 სექტემბერი 2022 20:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9021
ეს ერთ ერთი იმ უიშვიათეს ფეხბურთელების და ზოგადად ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება ვინც პეპეს ასე აფასებს და ამიტომაც მონწონს და მაქ ამისი იმედი მაინც..ინედია მასსავით ითამაშებს. პეპეზე მეტად შემტევის ფსიქოლოგია მე პირადად არ მგონია რომელიმეს ცოდნოდა მცველებში. ნუ ნახევამრმცველებში კაზეა მაგ საკითხში დონე

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)