ანჩელოტი:„„რეალში“ ასეთ რამეს ვერ დავუშვებ“

კარლო ანჩელოტიმ „ლაიფციგთან“ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა...


„ზუსტად ვიაზრებთ და ვაანალიზებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში, თანაც მაშინ, როდესაც წინა კვირაც დატვირთული გვქონდა, ძალიან რთული იქნება, მაგრამ საშინაო არენაზე აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. ჯგუფური ეტაპი 6 მატჩისგან შედგება, თუმცა საწყის ტურებში გამარჯვებები ძალიან მნიშვნელოვანია. კმაყოფილი ვარ გუნდის მომზადებით და მონდომებით.“

„მილიტაო და კარიმ ბენზემა „ლაიფციგთან“ თამაშს ვერ მოახერხებენ. მოხარული ვიქნები, თუ ედერი დერბიში დაგვიბრუნდება.“

„ასენსიოს უკმაყოფილება? ადრეც ვთქვი, რომ მისი რეაქცია გასაგებია, თუმცა მარკოს შანსი აუცილებლად მიეცემა. ვერ დავუშვებ, რომ „ბლანკოსის“ გასახდელში ვინმე თავს ბედნიერად არ გრძნობდეს. როდესაც პრობლემები გაქვს კიდევ უფრო მეტი მონდომებით უნდა ივარჯიშო და ხელები ჩამოწიო.“

„მსოფლიო ჩემპიონატმა ბევრი რამ არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველასთვის შეცვალა, ამიტომ არსებულ რეალობას უნდა მოვერგოთ და მუშაობა განვაგრძოთ.“

„უნდა გვახსოვდეს, რომ „ლაიფციგმა“ „დორტმუნდი“ დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა, ეს კოლექტივი კარგ ფორმაში შევიდა.“

„ჩემპიონთა ლიგა ძალიან არაპროგნოზირებადი ტურნირია, ვერასდროს გაიგებ რა მოხდა. 25 წლიანი გამოცდილება მაქვს და ვიცი, რომ ამ ტურნირზე ყველაფერი ხდება.“

„არ მაინტერესებს მბაპე? რატომ მეკითხები სხვა გუნდის მოთამაშეზე? ჩვენ გვყავს აღმაფრთოვანებელი წინა ხაზი, რომელსაც ბენზემაც მალე დაუბრუნდება.“

„მნიშვნელოვანია, რომ დაცვითი ასპექტები გავაუმჯობესოთ, რადგან „ლაიფციგს“ ჰყავს ვერნერი, ნკუნკუ, შობალაი და ასე შემდეგ.“

„ვინისიუსი ახალგაზრდა და ფიცხია, მაგრამ იცის, როგორ არ წამოეგოს პროვოკაციას. „მალიორკასთან“ მატჩი რთული იყო, მაგრამ მშვიდობით დასრულდა.“

„ტიტესთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ამ ბოლო დროს არ მისაუბრია.“

„რუდიგერთან ერთად „რეალის“ დაცვა ბევრად უკეთესია. მან გუნდს მოტივირებულობა, გამოცდილება და კლასი შესძინა.“

„აზარს გოლების გატანას არ ვავალებ, ის მოედანზე კონკრეტული მითითებებით შედის. ის, რომ ბენზემს ცვლი, ავტომატურად გოლების გატანას არ ნიშნავს, მთავარია გუნდმა გაიმარჯვოს.“

„ბენზემას დაბრუნებაზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, ამ მონაცემით, ის სანაკრებო პაუზის შემდეგ შეძლებს მოედანზე გასვლას. ვნახოთ, მოასწრებს თუ არა დერბისთვის მწყობრში ჩადგომას.“ dle 10.1

  • Hala
  • 13 სექტემბერი 2022
  • 3494
  • 2

1

13 სექტემბერი 2022 16:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 369
ციტატა: BLANCOSS
რა მაგრად გაძლიერდა ბარსელონა და ამათ ძინავთ, დიდი შეცდომა დაუშვა პერესმა, ლევანდოვსკი იყიდეს და ულოცავდა ბარსელონას პერესი, რეალი უფრო დასასტდა კაზეს გაშვებით, დარწმუნებული ვარ ლალიგას ვერ მოვიგებთ ამ გუნდით, დაფრინავს ბარსელონა სამწუხაროდ

კაზეეს წასვლიით არცისე დასუსტდა მშვენივრათ ართმევენ თაბს კაზეს პოზიციაზეე.ბარსელონაა გაძლიერდაა დრო აღარ იყოო.. პერეს კიდე არ ვერჩი.იმიტო რო მთელი ყურადხებაა მბაპეზე იყო გადატანილიი.. და ისეთ დროს დაგვადო ვეღარაფერს იზავდაა. და ბარსაას დიდი გამოცდა ელის. ..ასე რომ დღეს რა მოხვდება ვნახოთ საინტერესო თამაში იქნებააა

2

13 სექტემბერი 2022 16:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 818
ციტატა: BLANCOSS
რა მაგრად გაძლიერდა ბარსელონა და ამათ ძინავთ, დიდი შეცდომა დაუშვა პერესმა, ლევანდოვსკი იყიდეს და ულოცავდა ბარსელონას პერესი, რეალი უფრო დასასტდა კაზეს გაშვებით, დარწმუნებული ვარ ლალიგას ვერ მოვიგებთ ამ გუნდით, დაფრინავს ბარსელონა სამწუხაროდ


უკმაყოფილების საბაბს ვერ ვხვდები, თუ მოვიყვანდით ვინმეს ამაზე კარგი შედეგი გვექნებოდა? 100% იანი მოგებები გვაქ ყველგან და ამაზე მეტი პროცენტი არ არსებობს ფიზიკურად სრულყოფილებისთვის, აი წაგებებით რო დაგვეწყო გაგიგებდი, ისე კი მეც მგონია რო გნაბრი უნდა გვეყიდა,

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)