ფეხბურთელები ნომრების მიხედვით...

მადრიდული პრესა, უკვე სპეკულირებს, რომ სამეფო კლუბის ორი ლეგენდარული ფეხბურთელის, ხოსე მარია გუტიერესისა და რაულ გონსალეს ბლანკოს გუნდიდან წასვლის შემდეგ, მადრიდის "რეალში" ძირეული ცვლილებები მოხდება. უკვე გადაწყვეტილია, რომ ლეგენდარულ "7" ნომრიან მაისურს, პორტუგალიელი სუპერ-ვარსკვლავი, კრიშტიანო მიიღებს, ხოლო გუტის "14" ნომრიან მაისურს, ჩაბი ალონსო დაეპატრონება. ამრიგად, პორტუგალიელი ფეხბურთელი "9" ნომერს ანთავისუფლებს და შესაბამისად მის მაისურს ხელში, კარიმ ბენზემა ჩაიგდებს. აი რაც შეეხება ანხელ დი მარიას, იგი ფრანგი ფორვარდის ყოფილ, "11" ნომრიან მაისურს მოირგებს.


როდესაც იგუაინს შესთავაზეს აერჩია ნომერი, რომლითაც იგი საფეხბურთო სამყაროს მომავალ სეზონში წარუდგებოდა, მან ასეთი რამ განაცხადა:"მე მადრიდში "20" ნომრიანი მაისურით მოვედი და მის გახდას არც ახლა ვაპირებ. ეს ჩემთვის იღბლიანი რიცხვია და საერთოდაც, ნომერს მოედანზე არანაირი დატვირთვა არ გააჩნია, ჩემი მოვალეობაა სტადიონზე გავიდე და გოლები გავიტანო, ხოლო სხვა დანარჩენი უბრალო ფორმალობაა."

ხოლო რაც შეეხება სხვა ფეხბურთელებს... თითქმის გადაწყვეტილია, რომ პედრო ლეონს "21" ნომრიანი მაისური დარჩება, ხოლო ჩაბი ალონსოს "22" ნომრიან ფორმას, სერხიო კანალესი მოირგებს. თავდაპირველად, სპეკულირებდნენ, რომ სამი ხედირას "16" ნომრად განამწესებდნენ, თუმცა მოულოდნელად გადაწყდა, რომ მაჰამადუ დიარას "6" ნომრიანი მაისური, მომავალი სეზონიდან გერმანელი ფეხბურთელის საკუთრება გახდება.

ამჟამად თავისუფალია "2" ნომრიანი მაისური, რომლითაც გასულ სეზონში ალვარო არბელოა ასპარეზობდა. 2010/11 წლების სეზონს, ესპანელი მცველი, რუდ ვან ნისტელროის "17" ნომრიანი ფორმით განაახლებს.


ინფორმაციის წყარო: As.com

ავტორი: Kevlisha
dle 10.1

  • kevlisha
  • 3 აგვისტო 2010
  • 2691
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)