კურტუა:„აზარი მეტ შანსს იმსახურებს, ის ფორმაში შედის“

ტიბო კურტუამ „სელტიკთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა...


„ატმოსფერო მართლაც საოცარი იყო. გულშემატკივრები ადგილობრივ კლუბს მხურვალე მხარდაჭერას უცხადებდნენ და ტემპიც სწორედ ამიტომ გახლდათ ძალიან მაღალი. „სელტიკი“ მაქსიმალურად ცდილობდა გოლის გატანას და მომენტებიც შექმნა, მაგრამ ეტაპობრივად სიტუაციის დაბალანსება მოვახერხეთ და საბოლოოთ გლაზგოელებს ჩვენი ფეხბურთი შევთავაზეთ.“

„პირველ ტაიმში „სელტიკი“ უკეთესი იყო, მეორე ნახევარი კი „რეალის“ აბსოლუტური დომინაციით წარიმართა და შედეგიც სახეზეა. აქტივში მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩავიწერეთ.“

„აზარი საოცარი ფეხბურთელია და დაამტკიცა, რომ მოედანზე უფრო ხშირად უნდა გამოჩნდეს. ჩემმა თანამემამულემ მოედანზე გამოსვლის წუთიდან იაქტიურა და გოლის გატანაც შეძლო. გაფუჭებულმა პენალტმა მას ხელი შეუშალა, თუმცა დღევანდელი დღეც დადგა და მისი აქტივი გაიხსნა.“

„„სელტიკ პარკზე“ 11 წლის წინ, „ატლეტიკოს“ ფეხბურთელის რანგში ვითამაშე. მაშინაც საოცარი ატმოსფერო იყო.“

„ვიმედოვნებ, ბენზემას დაზიანება სერიოზული არ არის. ფრანგი ფეხბურთელი ძალიან გვჭირდება.“ dle 10.1

  • Hala
  • 7 სექტემბერი 2022
  • 813
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (213)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)