ვინისიუსი:„„რეალში“ ეპოქის შექმნა მსურს“

ვინისიუს ჟუნიორმა „სელტიკთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ჩვენ ვამაყობთ, რომ მოქმედი ჩემპიონის რანგში ვასპარეზობთ. მწვრთნელი ხშირად გვეუბნება, რომ ყველაფერი ვიღონოთ ტიტულის დასაცავად. მოტივაცია ძალიან დიდია.“

„ვარ თუ არა მსოფლიოს 5 საუკეთესო ფეხბურთელს შორის? ამაზე ფიქრი არ მსურს. ჩემი მიზანი მუდმივი პროგრესი და ბევრი მუშაობაა. თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიში ძალიან მსიამოვნებს.“

„ძალიან ბევრი გოლის გატანა და ნაყოფიერი თამაში მსურს. ჯერ მხოლოდ 22 წლის ვარ და ვიცი, რომ კიდევ უფრო უკეთესი ვერსიის ჩვენება შემიძლია.“

„ვიცი, რომ შოტლანდიაში თამაში მარტივი არ არის, თუმცა ყველაფრისთვის მზად ვარ. გამოწვევა საკმაოდ დიდია, თუმცა ჩვენ მოტივირებულები ვართ.“

„ორმაგი მოქალაქეობა ჩემთვის დიდი პატივია. მადრიდში თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ და მსურს, რომ ესპანეთის დედაქალაქში დიდხანს ვიცხოვრო.“

„კრიტიკა? ვფიქრობ, კრიტიკოსებს ყოველთვის დადებით ასპექტში ვუპასუხო. მაღალი დონის ფეხბურთის თამაში ყოველთვის ყველაზე კარგი პასუხია. მეგობრებს და ოჯახის წევრებს ყოველთვის ვახარებ, როდესაც მოედანზე ყველაფერს ვდებ. მე მსურს შევქმნა ეპოქა, ისეთივე, როგორიც ტონიმ, ლუკამ, მარსელომ, კარიმმა და სხვებმა შექმნეს.“

„„სელტიკი“ არასდროს ჩერდება და მუდმივად დარბის. ვფიქრობ, ეს საკმაოდ დამღლელი მატჩი იქნება, სადაც „ბლანკოსმა“ ყველაფერი უნდა გაიღოს გამარჯვებისთვის.“

„მსურს გავაგრძელო განვითარება და არ შევწყვიტო ზრდა. ამაში ბენზემა ძალიან მეხმარება, ის უდიდესი ფეხბურთელია.“

„წნეხი პრობლემა აღარ არის. ამას შევეჩვიე. მეტსაც გეტყვით, ხანდახან წნეხის ქვეშ თამაში უფრო მიმზიდველია.“ dle 10.1

  • Hala
  • 5 სექტემბერი 2022
  • 1115
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (213)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)