ანჩელოტი:„მოდრიჩი ფანტასტიკური მოთამაშეა“

კარლო ანჩელოტიმ „სელტიკთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„თამაში საკმაოდ კარგი და სანახაობრივი იქნება. რატომ? იმიტომ, რომ „სელტიკს“ კარგი დინამიკა და ინტენსივობა აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტურნირის გამარჯვებით დაწყება, ამიტომ 3 ქულაზე უნდა ვიფიქროთ.“

„მადრიდის „რეალს“ ევროსარბიელზე ყველა პატივს სცემს. ამ გუნდის ისტორია ჩემპიონთა ლიგაზე მართლაც თვალსაჩინოა.“

„„სელტიკს“ უყვარს შეტევა და არამგონია შოტლანდიურმა კლუბმა სტილს უღალატოს. სანახაობრივ და მომენტებით სავსე მატჩს ველი.“

„მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ყველაფერი გარკვეული იქნება. ამ ეტაპს გუნდი კარგ ფორმაში გაივლის. რა იქნება მუნდიალის შემდეგ არ ვიცი, მომავალი გვიჩვენებს.“

„ბუქმეიკერთა აზრით „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებს შორის მეხუთე ადგილზეა? ვფიქრობ, ჩვენი შანსები უფრო გაზრდილია, ვიდრე შარშან.“

„რუდიგერი? მასთან არანაირი გაუგებრობა არ მაქვს. ტონი ძალიან ბევრს მუშაობს. მე მას არაერთხელ ვუთხარი, რომ ბევრჯერ ვათამაშებ“

„ჯგუფური ეტაპი ყოველთვის სიურპრიზებით სავსეა. ჩვენ ძალიან დიდი მოტივაცია და ყურადღება გვმართებს. მახსოვს „შერიფთან“ მარცხი, ამას არავინ ელოდა.“

„როტაციები? დიახ, აუცილებლად იქნება. კონკრეტული დაპირისპირება კონკრეტულ შემადგენლობას მოითხოვს.“

„„სელტიკი“ ყოველთვის ძალიან კარგ ატმოსფეროში თამაშობს. „სელტიკ პარკი“ ჩემთვის უცხო არ არის.“

„მოდრიჩის ასაკის და თამაშის ხარისხი ახსნა არ არსებობს. ლუკა არის ფანტასტიკური მოთამაშე.“ dle 10.1

  • Hala
  • 5 სექტემბერი 2022
  • 3182
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (213)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)