დელ ბოსკეს შემდეგ.....

მადრიდის "რეალს" ყოველთვის ჰქონდა პრობლემები მწვრთნელების მხრივ. როდესაც გუნდი ვისენტე დელ ბოსკემ დატოვა, მას შემდეგ "სამეფო კლუბის" საქმე ცუდად მიდის.


დელ ბოსკეს შემდეგ.....

1999 წელი.. ვისენტე დელ ბოსკე მადრიდის "რეალს" 1994 წელს ჩაუდგა სათავეში, როგორც მწვრთნელი. მის დროს "სამეფო კლუბი" ყველაზე კარგად ასპარეზობდა თავის ისტორიაში. ბოსკემ მადრიდულ კლუბში 30 წელზე მეტი გაატარა, ის ნამდვილი მადრიდისტაა. ვისენტემ, როგორც "რეალის" ფეხბურთელმა, ძალიან ბევრი რამ გააკეთა თავისი გუნდისთვის. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ბოსკემ გადაწყვიტა მისი მოღვაწეობა მწვრთნელის რანგში გაგრძელებულიყო. ის მალე თავისი ყოფილი გუნდის, მადრიდის "რეალის", მწვრთნელი გახდა. პირველი წლები "ბლანკოსში" წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ მოვიდა დრო და დელ ბოსკემ ევროპაში მადრიდს სახელი გაუთქვა - მან ჩემპიონთა ლიგა (2-ჯერ), საკონტინენტთაშორისო თასი, ევროპისა და ესპანეთის სუპერთასები მოიპოვა. შემდეგ კი გუნდი ფლორენტინო პერესმა ჩაიბარა, რომელმაც ვისენტე დელ ბოსკე გუნდიდან გაათავისუფლა და განაცხადა: "ვისენტე ძალიან კარგი მწვრთნელია, მაგრამ ჩვენ გვესაჭიროება ისეთი თავკაცი, რომელიც უფრო თანამედროვე იქნება." ეს იყო ფლორენტინო პერესის სიტყვები, ბოსკემ გუნდი დატოვა, მას შემდეგ კი "რეალის" საქმეები უკან წავიდა.


დელ ბოსკეს შემდეგ.....

2003.. გუნდი ბოსკემ დატოვა. ფლორენტინო პერესმა კი თვალი კარლოს კეირუშს დაადგა. კეირუში პორტუგალიელი მწვრთნელია. მას მადრიდის "რეალი" ბოსკეს დატოვების შემდეგ ჩააბარეს. ვისენტემ კლუბი იმ წელს 3 ტიტულით დატოვა. კეირუშმა გუნდს მხოლოდ 1 ტიტული და წარუმატებლობა მოუტანა. მან მხოლოდ ესპანეთის სუპერთასის მოგება შეძლო, ხოლო ლა ლიგაში "რეალმა" მეოთხე პოზიციით დაასრულა სეზონი, მაშინ მადრიდელებს კარგი შანსი ჰქონდათ, ლიგის გამარჯვებულები ყოფილიყვნენ, მაგრამ "ბლანკოსმა" ბოლო 4 თამაში ზედიზედ წააგო და ლიგაც ძალიან ცუდი შედეგით დაასრულა. ჩემპიონთა ლიგას კი "სამეფო კლუბი" ј-ფინალში, “მონაკოსთან” მარცხის შემდეგ დაემშვიდობა. პორტუგალიელს 1 შანსი რჩებოდა, - ესპანეთს მეფის თასზე ერთმანეთს "რეალი" და "სარაგოსა" შეხვდნენ, მადრიდელებმა კი ეს შანსიც ვერ გამოიყენეს და ფინალში დამარცხდნენ. ფლორენტინომ კარლუში გუნდიდან გაათავისუფლა, კეირუში კი "მანჩესტერ იუნაიტედში" ალექს ფერგიუსონის დამხმარე გახდა.

დელ ბოსკეს შემდეგ.....

2003 კარლუშ კეირუში ხოსე ანტონიო კამაჩომ შეცვალა. კამაჩოთი მადრიდის "რეალი" ჯერ კიდევ მისი ფეხბურთელობისას დაინტერესდა, ანტონიოს შეძენა "ბარსასაც" ძალიან სურდა. მაგრამ მადრიდელებმა კატალონიელებს აჯობეს, და გუნდს ახალი ფეხბურთელი შეემატა, ანტონიო “სამეფო კლუბს” კარგად შეეწყო და “ბლანკოსისთვის” მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდა. კარლოსმა 1978 წელს, ვარჯიშის დროს, მძიმე ტრავმა მიიღო, მან ფეხზე 2 ოპერაცია გაიკეთა და 20 თვე გამოტოვა, კამაჩოს თამაშის გაგრძელება ძალიან უნდოდა, მაგრამ ტრავმა ვერ მოიშუშა და საფეხბურთო კარიერა საბოლოოდ დაასრულა. გავიდა წლები და ის დიდებული მწვრთნელი გახდა, "რეალმა" მისი მოყვანა გადაწყვიტა, მადრიდელები მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ მან მადრიდისტებს იმედი გაუცრუა და, კარლოს კეირუშის მსგავსად, "რეალი" კვლავაც უტიტულოდ დარჩა. პრეზიდენტმაც მას ამდენი წაგება ვერ აპატია და გაათავისუფლა.


დელ ბოსკეს შემდეგ.....

2004 კამაჩოს შემდეგ კი, გუნდი მარიანო გარსია რამონმა ჩაიბარა. ის სანამ "რეალში" მწვრთნელად მივიდოდა, იყო მადრიდელების მეკარე და ღირსეულად იცავდა "ბლანკოსის" ფორმას. რამონი გუნდს 2004 წელს დაუბრუნდა, როგორც მწვრთნელი. მასზე მადრიდელები დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ მას "რეალისთვის" არაფერი გაუკეთებია, ისევე როგორც კამაჩოს. მან გუნდი ტიტულების გარეშე დატოვა და იმავე წელს გუნდიდან წავიდა.


დელ ბოსკეს შემდეგ.....

2004.. რამონის შემდეგ გუნდში ბრაზილიელი ვანდერლეი ლუქსემბურგო მოვიდა. ის პირველი ბრაზილიელი იყო, რომელმაც "რეალი" ჩაიბარა. ვანდერლეის გუნდები ბრაზილიაში წარმატებულად თამაშობდნენ, რის შემდეგაც მისით მადრიდის "რეალი" დაინტერესდა. მადრიდისტებს ეგონათ, რომ მისი ევროპული კარიერა, ბრაზილიურის მსგავსად, წარმატებული იქნებოდა. მაგრამ "რეალი" ისევ ტიტულების გარეშე დარჩა. ბრაზილიელი მწვრთნელი გუნდიდან 11 თვეში გაათავისუფლეს.


დელ ბოსკეს შემდეგ.....

2006.. ხუან რამონ ლოპეს კაროს შემდეგ, გუნდი წარმატებულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ჩაიბარა. “რეალის” სხვა თავკაცებისაგან განსხვავებით, ფაბიომ ლა ლიგა მოიგო. კაპელო "ბლანკოსის” მწვრთნელად 2006 წელს დაინიშნა. იტალიელი სპეციალისტი დაცვით ფეხბურთს თამაშობდა, მან განაცხადა კიდეც, რომ შედეგი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ლამაზი ფეხბურთი. კაპელოს აკრიტიკებდნენ, რადგან ის დევიდ ბექჰემს არ ათამაშებდა. მას ასევე პრობლემები ჰქონდა ანტონიო კასანოსთან. კაპელომ ვერ მოახერხა და გუნდი ვერ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ј-ფინალში."რეალი", ორ მატჩის ჯამში, “ბავარიასთან” დამარცხდა. კაპელომ გუნდს მოაგებინა ლა ლიგა, რომელიც "რეალისთვის" რიგით 30–ე გახლდათ. ტურნირის ბოლო შეხვედრა მადრიდელებმა "მალიორკასთან" მოიგეს. მიუხედავად ამისა, წლის ბოლოს კაპელო მაინც გაათავისუფლეს.

დელ ბოსკეს შემდეგ.....

2007.. კაპელოს შემდეგ ბერნდ შუსტერი მოვიდა. გერმანელმა სპეციალისტმა, ფაბიოს მსგავსად, გუნდს ლა ლიგა მოაგებინა. მან "ბარსელონას” დამარცხებაც შეძლო. მაგრამ მთავარი მიზანი ისევ მიუღწეველი დარჩა. შუსტერის გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/8- ფინალიდან ისევ გამოვარდა. გერმანელმა სპეციალისტმა გუნდი 2008 წლის დეკემბერს დატოვა

დელ ბოსკეს შემდეგ.....

2008.. ხუანდე რამოსი "რეალის" მთავარ მწვრთნელად 2008 წლის 9 დეკემბერს დაინიშნა. მან ბერნდ შუსტერი შეცვალა. რამოსმა გუნდი ვერ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ј-ფინალში. მისი მწვრთნელობის დროს "რეალმა" ორივე კლასიკო დათმო. პირველი მატჩში "ბლანკოსმა" 2–0 წააგო “კამპ ნოუზე”. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ხუანდე რამოსის დროს "რეალს" ჰქონდა 17-მატჩიანი წაუგებელი სერია ლა ლიგაში, მაგრამ "ბერნაბეუზე" სამარცხვინო წაგებამ ყველაფერს ხაზი გადაუსვა. "ბლანკოსმა" ის მატჩი 2–6 დათმო და გასაკვირი არ იყოს ის, რომ ხუანდეს წლის ბოლოს თანამდებობა დაატოვებინეს.


დელ ბოსკეს შემდეგ.....

2009.. ხუანდე რამოსის შემდეგ, გუნდში ჩილელი სპეციალისტი, მანუელ პელეგრინი მოვიდა. პელეგრინიმ სეზონი კარგად დაიწყო. მადრიდელები დაუმარცხებლები იყვნენ, მაგრამ მოვიდა "ელ კლასიკოს" დროც. მანუელის შეგირდებმა "ნოუ კამპზე" ძალიან კარგად ითამაშეს, მაგრამ ანგარიშით 1:0 დამარცხდნენ. ყველას სჯეროდა, რომ პელეგრინის "რეალში" დრო სჭირდებოდა გუნდის დასალაგებლად. მოვიდა ჩემპიონთა ლიგის სამერვედფინალო დრო. მადრიდელები საფრანგეთში ჩავიდნენ და "ლიონთან" ანგარიშით 1:0 დამარცხდნენ. განმეორებითი მატჩი ფრედ დასრულდა და “რეალი” ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა. პელეგრინი ისევ გუნდის მწვრთნელად დარჩა, მისი ბოლო შანსი "ბარსას” დამარცხება იყო, მაგრამ კატალონიელები "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩამოვიდნენ და "ბლანკოსი" ანგარიშით 0:2 დაამარცხეს. გუნდი ტიტულისთვის ბოლომდე იბრძოდა, "რეალმა" სეზონი 96 ქულით დაასრულა, მაგრამ ეს ჩემპიონობისთვის არასაკმარისი გამოდგა. პელეგრინიც გუნდიდან გაუშვეს.


დელ ბოსკეს შემდეგ.....

2010.. ფლორენტინო პერესი ჟოზე მოურინიოს შესაძენად იბრძოდა. ბევრი წვალების შემდეგ პორტუგალიელი მადრიდის "რეალის" მწვრთნელი გახდა. მან ბევრი ტიტული მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის მოგება "პორტუსა" და "ინტერთან" ერთად შეძლო. მადრიდელები იმედოვნებენ, რომ ჟოზე მათ მოლოდინს არ გააცრუებს, როგორც ეს ბევრმა მწვრთნელმა გააკეთა. მადრიდისტებს სჯერად ჟოზესი და მის გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან.


PS: Dzebnili iko benzema რეალიზი dle 10.1

  • Dzebnili
  • 2 აგვისტო 2010
  • 2117
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (74)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)