ანჩელოტი:„ხანდახან სკამზე ვტოვებ მოთამაშეს, რომელიც ნებისმიერ გრანდს დაამშვენებდა“

კარლო ანჩელოტიმ „ბეტისთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„საკმაოდ რთული მატჩი იყო, მაგრამ როგორც ვერტიკალური, ასევე კომბინაციური თვალსაზრისით ძალიან კარგად ვითამაშეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ. ჩვენთვის საშინაო არენაზე 3 ქულის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.“

„აზარი და ასენსიო არ შემოვიყვანე, რადგან ანგარიში 2-1 იყო და შეტევის გაძლიერების აზრს ვერ ვხედავდი. ვფიქრობ, ნახევარდაცვაში განხორციელებულმა ცვლილებებმა და ბოლო წუთებში რუდიგერის დამატებამ შედეგი გამოიღო. ეს იყო ტაქტიკური გადაწყვეტილება. ედენი და მარკო საკუთარ შანსს აუცილებლად მიიღებენ.“

„კროოსი და მოდრიჩი უჭკვიანესი ფეხბურთელები არიან. მათი მართვა ყველაზე მარტივია. ჩემს სამწვრთნელო კარიერიაში 2 ასეთი ადამიანი ერთად არ მინახავს.“

„არ არის სწორი მსჯელობა, რომ გუნდს ბენზემას შემცვლელი არ ჰყავს. კარიმის არყოფნის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მარიანოს, როდრიგოს, აზარის და მოდრიჩის გამოყენებაც კი.“

„გაშვებული გოლი სერიოზულ შეცდომას მოჰყვა. მომდევნო ტურებში დაცვაში მეტი ყურადღებით თამაში გვმართებს.“

„მოდრიჩი მართლაც საოცარი ფეხბურთელია. მე არ მაინტერესებს ასაკი, როდესაც მოთამაშე ასეთ შედეგს დებს. ის კიდევ დიდხანს იქნება სუპერპროფესინალი. ხორვატი ძალიან კარგად ერწყობდა ედუარდო კამავინგა და ორელიან ჩუამენის, რომელმაც ასევე საოცარი მატჩი შემოგვთავაზა.“

„დაცვაში საკმაოდ დიდი რესურსი გვაქვს, ისევე როგორც ნახევარდაცვაში. ჩვენს განკარგულებაში არიან ნაჩო და რუდიგერი, ისინი ძალიან დიდ რესურსს ქმნიან. ტონის ფლანგზე თამაში? ზოგიერთ მომენტში არც ესაა გამორიცხული.“

„როდრიგომ ყველა გამოცდა ჩააბარა. გოეში უნივერსალი შემტევია და გუნდს არაერთ პოზიციაზე გამოადგება.“

„იმ ხარისხით, რაც გვაქვს, შეგვიძლია მაღალი დონის დაპირისპირებები გავმართოთ და ლა ლიგის ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ. ჩვენთვის მიზნები არასდროს იცვლება და ყველა ტურნირის მოგებისთვის მზად ვართ.“

„თერთმეტეულის არჩევა არასდროს არის მარტივი. ხანდახან გიწევს სათადარიგო სკამზე დატოვო მოთამაშე, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერი გრანდის ძირითადი შემადგენლობის წევრი იქნებოდა.“ dle 10.1

  • Hala
  • 4 სექტემბერი 2022
  • 1882
  • 1

1

4 სექტემბერი 2022 13:56

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
შენ თუ ასეთი უტრანსფერობის შემდეგაც დადე შედეგი თუ ვინმე პირადი კრიტიკოსი დაგჩა იმასაც კი გააჩუმებ..

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (213)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)