იგუაინი: ჩვენი მთავარი მიზანი ლიგის მოგებაა

სამეფო კლუბის არგენტინელმა ფორვარდმა, გონსალო იგუაინმა ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს, სადაც განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება...


"ჩვენი მთავარი მიზანი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგება იქნება. პორტუგალიელი სპეციალისტი ნამდვილი ლიდერი და გამარჯვებული ადამიანია, რომელსაც შეუძლია "ბლანკოსის" უმაღლეს დონეზე გაწვრთნა. ჩვენ ყველას გვსურს ლიგის მოგება და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ."

"მზადება შესანიშნავად მიმდინარეობს, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, მალე ამხანაგური თამაშის ჩატარება მოგვიწევს, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება პორტუგალიელი სპეციალისტისათვის, რომელიც ამჟამად ფეხბურთელების შერჩევის პროცესშია."

"მოურინიოსთან მუშაობა ძალიან დიდი ბედნიერებაა, მართლაც ბევრი რამის სწავლა შეიძლება მისგან, ჟოზეს ცხოვრება მხოლოდ ფეხბურთს მოიცავს და მეტს არაფერს. დარწმუნებული ვარ მის ხელში მართლაც შევძლებთ უმაღლესი მწვერვალების დაპყრობას, უკვე დროა სამეფო კლუბი კვლავ გახდეს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და რიგით მეათედ აწიოს ეს თასი."

"პორტოსთან და ინტერთან ერთად ამ მწვრთნელმა უკვე მოახერხა ლიგის მოგება, ახლა კი რეალის ჯერი დადგა, დარწმუნებული ვარ ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ ჩემპიონობას." dle 10.1

  • Hala
  • 2 აგვისტო 2010
  • 1604
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (74)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)