მარკოს ალონსო: წასვლა საუკეთესო გამოსავალი იყო

მარკოს ალონსო: წასვლა საუკეთესო გამოსავალი იყო


მარკოს ალონსომ, რომელიც ახლახანს “ბოლტონში” გადაბარგდა, ინგლისური გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში ისაუბრა იმ მიზეზებზე, თუ რატომ მოუხდა თავისი მშობლიური კლუბის დატოვება.


- მარკოს, როგორც ვიცი, საფეხბურთო ოჯახში ხარ გაზრდილი.
- მართალი ხართ. ბაბუაჩემი, მარკინტოსი, “რეალის” ლეგენდარულ მოთამაშედ ითვლება. თავის დროზე ჩემპიონთა თასი 5-ჯერ მოიგო. მამაჩემიც წარმატებული მოთამაშე გახლდათ, თუმცა სრულიად განსხვავებული კარიერა ჰქონდა: მან საუკეთესო წლები “ატლეტიკოსა” და “ბარსელონაში” გაატარა.

- “ბოლტონში” შენს ტრანსფერს ოჯახში როგორ შეხვდნენ?
- თავიდან უარზე ვიყავი, თუმცა მამაჩემმა დამარწმუნა, რომ ინგლისში გადასვლა უმჯობესი იქნებოდა ჩემი კარიერისთვის. ახლა რომ ვუფიქრდები, გადადგმულ ნაბიჯს სულ არ ვნანობ.

- “ბოლტონზე” ესპანეთში ბევრი იციან?
- სხვათა შორის, კი. ამ კლუბში, თავის დროზე, ფერნანდო იეროსა და ივან კამპოს უთამაშიათ, რამაც “ბოლტონის” ავტორიტეტი ჩემს სამშობლოში საკმაოდ გაზარდა.

- “რეალში” დარჩენის შემთხვევაში რა პერსპექტივა გელოდა?
- “სამეფო კლუბის” მთავარ გუნდში მოხვედრა ურთულესი საქმეა. მადრიდელები თავიანთ აღზრდილებს დიდად არ ენდობიან. ამიტომ, საუკეთესო გამოსავალი სხვა გუნდში ტრანსფერია. პრემიერლიგას მსოფლიოში საუკეთესო პირველობად ვთვლი, ამიტომ, ამ გადმოსახედიდან, “ბოლტონში” ტრანსფერი მართებული გადაწყვეტილებაა.

- იქნებ შენთვის შანსი მომავალ სეზონში მოეცათ?
- არა მგონია. გაისადაც, ალბათ, სეგუნდა ბ-ში მომიწევდა ასპარეზობა, “კასტილიასთან” ერთად.

- მწვრთნელს უკვე შეხვდი?

- დიახ. ოუენ კოილს ჩემი დიდად ეიმედება და ვეცდები, ჩემზე გაცემული ავანსები ბოლომდე გავამართლო.

ინფორმაციის წყარო: bwfc.co.uk dle 10.1

  • niko
  • 2 აგვისტო 2010
  • 1710
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)