პუერტოლანო 0-0 კასტილია

პუერტოლანო 0-0 კასტილია


“კასტილიას” მეორე ამხანაგური ნულოვანი ფრით დასრულდა.


მადრიდელთა მეტოქე “პუერტოლანო” ასევე სეგუნდა ბ-ში ასპარეზობს, ოღონდ სხვა ჯგუფში. მენენდესმა ძირითადი შემადგენლობით მოასპარეზე მასპინძლებს წინა შეხვედრისაგან სრულად განსხვავებული თერთმეტეული დაუპირისპირა. ძირითად შემადგენლობაში თანდათან მკვიდრდებიან “რეალ მადრიდ ცე”-დან გადმოყვანილი მოთამაშეები: ვიქტორ მერჩანმა და დენის ჩერიშევმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. აღსანიშნავია, რომ “კასტილიას” ძირითად შემადგენლობას 10-თვიანი უმძიმესი ტრავმის შემდეგ, ხავი ერნანდესი დაუბრუნდა.

პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნა კრისტიანს, მატეოსსა და ჩერიშევს მართებდათ, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე იყო სებასი, “პუერტოლანოს” კიპერი. მეორე ტაიმში კი უკვე მასპინძლები გააქტიურდნენ და რომ არა “კასტილიას” ახალწვეული მეკარის, ხესუს ფერნანდესის, შესანიშნავი თამაში, სტუმრები საკუთარ კარში გოლს აუცილებლად მიიღებდნენ. საბოლოო ჯამში, შეხვედრა ლოგიკური ფრით დასრულდა.

მომდევნო მატჩს “კასტილია” 4 აგვისტოს გამართავს, “გვადალახარას” წინააღმდეგ.

პუერტოლანო 0-0 კასტილია

კასტილია: მეხიასი, ლუის ერნანდესი, ველაიოსი, პაბლო ხილი, ხუანანი, მატეოსი, მერჩანი, სარაბია, ხავი ერნანდესი, კრისტიანი, ჩერიშევი.

შეცვლაზე შევიდნენ: ხესუს ფერნანდესი, კარვახალი, ფრან რიკო, რუისი, ხოსელუ, ხუან კარლოსი, კასადო, რუბენ რამოსი, მანდი, სამუელ საისი.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
dle 10.1

  • niko
  • 2 აგვისტო 2010
  • 1489
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (358)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)