ანჩელოტი:,,როდრიგომ და კამავინგამ გუნდს სისწრაფე შემატეს"

კარლო ანჩელოტიმ „ესპანიოლის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„საკმაოდ რთული მატჩი გამოდგა. მასპინძლებმა ბევრი იბრძოლეს, მაგრამ საბოლოო ჯამში გამარჯვება მაინც ჩვენ მოვიპოვეთ.“

„რუდიგერის ცენტრში დაყენებამ და ალაბას ფლანგზე გადაწევამ უკანა ხაზი კიდევ უფრო გააძლიერა. დავიდი ფლანგზე კვლავ შესანიშნავი იყო.“

„მარიანო და ასენსიო? ბოლოს ფსონი კარვახალზე დავდე, რადგან ვასკესი სასურველ დონეს ვეღარ აჩვენებდა.“

„შესაძლოა როდრიგოსთან და კამავინგასთან ერთად არ გვქონდა ბურთის ისეთი კონტროლი, როგორიც პირველ ტაიმში, მაგრამ მათ თამაშს მუხტი მისცეს და საბოლოო ჯამში გარდატეხა შეიტანეს. არჩევანის გაკეთების საშუალება მაქვს, რაც ძალიან მიხარია.“

„აზარის ადგილი ვერ ვიპოვე, ვინაიდან როდრიგოს, ვინისიუსის და ბენზემას ტრიოს დაშლა არ მსურდა, ისინი ბოლო წუთებში კარგად კომბინირებდნენ და სასურველი შედეგიც დადეს. ედენი აუციელბლად მიიღებს შანსს, მე მას ვენდობი.“

„ბენზემა ბრწყინვალე იყო, მატჩის შემდეგ ვუთხარი, რომ მისი გოლი, რომელიც საჯარიმოდან გაიტანა საკმაოდ ეფექტური გამოდგა.“

„მეტოქე მთელი თამაშის განმავლობაში არნახულ ენერგიას ხარჯავდა, შემდეგ კი ინიციატივა ჩვენ ვიგდეთ ხელთ. ვფიქრობ, კამავინგას და როდრიგოს მოედანზე შესვლამ ჩვენი რესურსი მნიშვნელოვნად გაზარდა და შედეგიც სახეზეა.“ dle 10.1

  • Hala
  • 29 აგვისტო 2022
  • 4114
  • 1

1

29 აგვისტო 2022 10:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2040
ალაბას ფლანგზე გადასვლა კატასტროფა იყო. სისწრაფე აღარ აქვს ისეთი.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)