რაული: ჩემი გოლები “შალკესა” და “რეალის” ფანებს ეძღვნებათ

რაული: ჩემი გოლები “შალკესა” და “რეალის” ფანებს ეძღვნებათ


გუშინ რაულმა თავის გერმანულ კარიერაში პირველად გაიბრწყინა. გონსალესმა მიუნხენის “ბაიერნს” ორი გოლი შეუგდო. ნამატჩევს კი “შალკეს” ფეხბურთელი გერმანელ ჟურნალისტებს გაესაუბრა.


- როგორი გრძნობაა, როცა გოლი არა “რეალის”, არამედ სხვა გუნდის მაისურით გაგაქვთ?
- ცოტა უცნაური, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან გახარებული ვარ. ქალაქში ყველა კარგად დამხვდა, რაც ადაპტაციის გავლაში ნამდვილად დამეხმარება. იმედია, გოლების გატანას ბუნდესლიგაშიც განვაგრძობ და გუნდს მაღალი მიზნების მიღწევაში დავეხმარები.

- “შალკეს” ფანებს სჯერათ, რომ რაული კარგ ფორმაშია, რაც ორ გატანილ გოლში გამოიხატა...
- ორი განსხვავებული გოლი შევაგდე. პირველი, ერთი შეხედვით, მარტივი ჩანდა, თუმცა არც ეგრეა საქმე. მაინც მოკლედ აღვწერ - უბრალოდ, საჭირო დროს, საჭირო ადგილზე გავჩნდი და ანგარიში გავათანაბრე. აი, მეორე გოლს რაც შეეხება, ის ძალიან ლამაზი გამომივიდა. მცველებთან ჭიდილში, როგორღაც დავინახე, რომ მეკარე წინ იყო გამოსული და მისთვის ბურთის თავზე გადაგდება გადავწყვიტე, რაც გამომივიდა კიდეც. ვაღიარებ, ასეთი ლამაზი გოლი კარგა ხანია არ გამიტანია. ფაქტია, რომ გოლებმა თავდაჯერებულობა შემმატეს.

- როგორც თავად აღნიშნეთ, კარგ ფიზიკურ ფორმაში ჯერჯერობით არ იმყოფებით.
- სრული სიმართლეა. სწორედ მაგიტომ იყო, რომ ბოლომდე არცერთ შეხვედრაში არ მიასპარეზია. პირველ მატჩში მოედანზე 56 წუთი დავყავი, “ბაიერნთან” კი 46 წუთს ვიასპარეზე. საკმაოდ დიდი ხანია, არ მივარჯიშია და ფორმის აღდგენას გარკვეულ დროს მოვანდომებ. ეს საკმაოდ ნორმალური ფაქტია, რადგან ჯერ მოსამზადებელი ეტაპი მიმდინარეობს. გერმანიის ჩემპიონატის დაწყებამდე, სავარაუდოდ, ფორმაში შევალ.

- გოლის გატანის შემდეგ რაზე ფიქრობდით?
- ჩემს ოჯახზე. ყველანი აქ არიან. ასევე ჩემს მეგობრებსა და ფანებზე, რომლებიც რაულის გოლებს ელოდნენ.

- გოლებს ვინმეს ხომ არ უძღვნით?
- რა თქმა უნდა. ჩემი გოლები როგორც “შალკეს”, ასევე “რეალის” ფანებს ეძღვნებათ.

- “შალკემ” ამ ამხანაგური ტურნირიდან რა მიიღო?
- უფრო მეტად შევთამაშდით. ახალი სეზონისთვის მზადება მალე გადამწყვეტ ფაზაში შევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

ინფორმაციის წყარო: As.Com
dle 10.1

  • niko
  • 2 აგვისტო 2010
  • 2198
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)