ანჩელოტი:„„რეალი“ კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა“

კარლო ანჩელოტიმ „ესპანიოლთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„საკმაოდ რთულ დაპირისპირებას ველით. „ესპანიოლი“ გამოცდილი გუნდია, რომელიც ამ სეზონში გაცილებით უკეთესი შედეგების ჩვენებას შეეცდება, ვიდრე აქამდე ჰქონდა.“

„როდრიგო და კროოსი ჩემს განკარგულებაში არიან, ისინი განაცხადში მოხვდებიან.“

„ოდრიოზოლა, ნაჩო და ვალიეხო „ესპანიოლთან“ არ იასპარეზებენ.“

„დინამიკა კარგია და გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების. შარშან ნაჩვენები შედეგის გამეორება არ გვსურს, ამ ეტაპზე ჩვენი მიზანი გამარჯვებაა.“

„ასენსიო ჯერ-ჯერობით ჩვენი ფეხბურთელია, თუმცა წასვლას არ გამოვრიცხავ. თუ სექტემბრის პირველ რიცხვებში ის „მერენგებში“ იქნება, მთელი სეზონი დაგვეხმარება და ჩემს განკარგულებაში აუცილებლად იპოვის ადგილს. ვნახოთ რა მოხდება მომდევნო დღეებში.“

„მარიანო დიასი? მისი კონკურენტი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია და ამით ყველაფერია ნათქვამი.“

„მოდრიჩის შეძენიდან 10 წელი გავიდა. ლუკასთვის „რეალი“ დიდი გამოწვევა იყო, გუნდისთვის კი ხორვატი დიდი შენაძენი. გასულ წლებში ნახევარმცველმა ისტორიული მატჩები ჩაატარა და უამრავი ტიტული მოიგო. ვხედავ, რომ ის ისევ მოტივირებული და საოცრად შემართულია.“

„კაზემირო ახალ ეტაპს იწყებს, მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. დამშვიდობება საკმაოდ რთული იყო.“

„სებალიოსი წასვლაზე არ ფიქრობს. ესპანელ ფეხბურთელს გაცილებით მეტ სათამაშო დროს მივცემ.“

„როდრიგო სრულფასოვანი მოთამაშეა, მან გასულ სეზონში დიდი პროგრესი აჩვენა. გოეშს შეუძლია ორივე ფლანგზე თამაში, ასევე ეფექტურია ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე და რიგ შემთხვევაში ბენზემას შეცვლსაც შეძლებს. ბრაზილიელს ამ სეზონში სასტარტოში უფრო მეტჯერ იხილავთ, ვიდრე შარშან.“

„გოეშს ახალ პოზიციაზე ხშირად ვიხილავთ, ის ძალიან საიმედოა.“

„ლატასა? „რეალი“ კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა, მაგრამ ის მალე დაბრუნდება. ვფიქრობ, ხუანმის დიდი პერსპექტივა აქვს.“

„ვალვერდე ფლანგზე? როგორც როდრიგო, ასევე ფედე ძალიან სრულფასოვანი მოთამაშეა და მე მისი მჯერა. ურუგვაელს გუნდისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია.“

„3 დღეში ერთხელ თამაში? როდესაც კვირაში ერთხელ თამაშობ, მხოლოდ აღდგენით პროცესს არ გადიხარ და მეტოქის დამუშავების დროც გაქვს. ჩვენ შეჩვეულები ვართ მსგავს სპეციფიკას, ამიტომ პრობლემა არ არის.“

„ტრანსფერები? სიახლეები არ იქნება. მარკოს წასვლის შემთხვევაშიც, გუნდს წინა ხაზის გაძლიერება არ სჭირდება, რადგან არაერთი მაღალი დონის შემტევი გვყავს.“ dle 10.1

  • Hala
  • 27 აგვისტო 2022
  • 2584
  • 2

1

27 აგვისტო 2022 16:38

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
„ტრანსფერები? სიახლეები არ იქნება. მარკოს წასვლის შემთხვევაშიც, გუნდს წინა ხაზის გაძლიერება არ სჭირდება, რადგან არაერთი მაღალი დონის შემტევი გვყავს.“
ეს რო თქვა ალბათ ჩუმად ყავთ მოყუჩებული ვინმე თუ არც მარკოს წასვლის მერე იყიდიან ვინმეს :დ მთავარია ეგ წავიდეს და მოცილდეს ვაბშე რეალს და თან ჩაიხუტებს ვინი 11 ნომერს.

2

27 აგვისტო 2022 16:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1850
არასწორად იქცევიან... ფაქტობრივად გამოდის რომ იქითა ფლანგზე გაურკვევლობაა, ბენზემას და ვინიციუსში სრულფასოვანი შემცვლელი არ ყავთ... ცუდია... არ მინდა დაცვითი სტილისტიკის მატარებელი რეალის ნახვა...

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)