ლოპესი რეალის ვარჯიშს დაესწრო

ლოპესი რეალის ვარჯიშს დაესწრო


ცნობილი ესპანელი ჩოგბურთელი და ამჟამად მსოფლიოს 24-ე ჩოგანი, ფელისიანო ლოპესი, კვირას ლოს-ანჯელესში “რეალის” ბაზას ეწვია და გუნდის ვარჯიშს დაესწრო. ლოპესი მონაწილეობას იღებდა ლოს-ანჯელესში გამართულ საჩოგბურთო ტურნირში, სადაც ნახევარფინალში ენდი მიურეისთან დამარცხდა.


“შესანიშნავი დღე გამოვიდა. ძალიან მომწონს მაურინიოს სტილი. პორტუგალიელს ფეხბურთელებთან კარგი დამოკიდებულება აქვს. საკმარისია ჟოზეს გუნდის ვარჯიშს დაესწრო, რომ მაშინვე მიხვდები, თუ რა მაღალი დონის სპეციალისტი უდგას სათავეში “რეალს.”

“მაურინიო საკმაოდ ემოციური პიროვნებაა. ის ყველა იმ წარმატებას იმსახურებს, რომელსაც კარიერაში მიაღწია. ფეხბურთელები მისგან ძალიან ბევრს ისწავლიან. ჩემი აზრით, ჟოზე თავის ახალ გუნდს ბევრ ტიტულს მოაგებინებს.”

ლოპესი რეალის ვარჯიშს დაესწრო


“კანალესი შესანიშნავი ფეხბურთელია. მის თამაშებს “რასინგში” ასპარეზობის დროს თვალს ვადევნებდი და მალევე დავრწმუნდი, რომ სერხიოს დიდი მომავალი ელის. ახალწვეულებიდან ყველაზე მეტად პედრო ლეონი მომწონს. “ხეტაფეს” მთავარი მწვრთნელი, მიჩელი, ჩემი მეგობარია და ამ გუნდის თამაშებზე ხშირად დავდიოდი. ლეონი კი თანაგუნდელთაგან აშკარად გამორჩეული გახლდათ. ის “რეალში” წარმატებებს მიაღწევს.”

“ანხელ დი მარია ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა კარგი ტექნიკური არსენალით. თავის ახალ გუნდს დიდ დახმარებას გაუწევს სამი ხედირაც, რომლის ასპარეზობა ძალიან მომწონს.”

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

  • niko
  • 2 აგვისტო 2010
  • 1617
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (77)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)