დი მარია:"ჩვენ უნდა მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა"

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა, ანხელ დი მარიამ ინტერვიუ მისცა, "AS"-ს.


-თქვენ უკვე ჩაატარეთ ორი ვარჯიში "რეალის" მოთამაშის რანგში. როგორ მიგიღეს თანაგუნდელებმა?

-ძალიან კარგად. მე ყველაფრით კმაყოფილი ვარ, ბიჭები ყველანაირად მეხმარებიან.

-როგორ მოგწონთ მოურინიო?

-ჩვენ ძალიან ინტენსიური ვარჯიშები გვაქვს და თანდათან ვეჩვევით სამწვრთნელო კორპუსის მოთხოვნებს. მე მოვასწარი მწვრთნელთან საუბარი. ჩვენ კარგი შანსი გვაქვს მოვიპოვოთ გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე და მოურინიო, რომელმაც წელს მოიგო ეს ტურნირი, მოვიდა "მადრიდში" გამარჯვებულის მენტალიტეტით. ის ასევე გვაგონებს ჩვენ, რომ მხოლოდ გამარჯვებაზე ვიფიქროთ.

-რა შეგიძლიათ მისცეთ "რეალს"?

-მთავარია დაიხარჯო ბოლომდე ყოველ მატჩში. მე ძალიან მონდომებული ვიქნები რათა გუნდის თამაში უფრო სწრაფი გავხადო და ხშირად ჩავერთო შეტევებში.

-თქვენ ბევრი შემოთავაზება გქონდათ. რატომ აირჩიეთ "რეალი"?

-კი შემოთავაზება იყო, მაგრამ როცა "მადრიდმა" გადაწყვიტა ჩემი შეძენა, მე დაუფიქრებლად გადმოვედი, რადგან "რეალი" უდიდესი კლუბია.

-რა გითხრეს თქვენმა თანამემამულეებმა, რომლებიც "რეალში" თამაშობენ?

-მე უფრო გაგოს ვესაუბრე, ვიდრე პიპიტას და გარაის, მაგრამ ყველა ძალიან მეხმარება. მათ მე უკვე ძალიან ბევრი რამ მიამბეს. მათ ამიხსნეს თუ რამდენად დიდი კლუბია "მადრიდი" და გადმოსვლა მომილოცეს.

-როგორ ფიქრობთ დაამარცხებს "რეალი" წელს "ბარსას"?

-"ბარსელონა" დიდი გუნდია, მაგრამ ასევე ჩვენც და იმედი მაქვს, რომ ჩვენ კარგ სეზონს ჩავატარებთ. წინა სეზონში "მადრიდს" ცოტათი არ გაუმართლა. "ბარსამ" სულ მცირედით გაუსწრო "რეალს", რომელიც ბოლო ტურამდე ინარჩუნებდა ჩემპიონობის შანსს.

-რა მიზნები დაისახეთ "მადრიდში"?

-მინდა გავიმარჯვო ამ მოთამაშეებთან ერთად, რომლებიც ნამდვილი ვარსკვლავები არიან. ვფიქრობ, რომ ჩვენ დიდ გამარჯვებებს მოვიპოვებთ.

-ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში: მესი თუ კრისტიანო?


-ორივე ფეხბურთელი საუკეთესოა, რასაც ყოველდღე ამტკიცებენ.

წყარო: As.com dle 10.1

  • CH1PO
  • 2 აგვისტო 2010
  • 1678
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (74)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)