კაზემირო:„ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც „რეალიდან“ წავედი“

კაზემირო მადრიდის „რეალს“ ოფიციალურ ცერემონიაზე დაემშვიდობა...


„როდესაც მადრიდში მოვხვდი, არავის ვიცნობდი და უამრავი ოცნება მქონდა. მე და ჩემმა მეუღლემ უდიდესი გზა გავიარეთ. ჯერ „კასტილიაში“ ვითამაშე, შემდეგ კი მთავარ გუნდში. არასდროს დამიკარგავს სურვილი და ოცნება იმისა, რომ საუკეთესო კლუბის შემადგენლობაში წლები მეთამაშა.“

„კასტილიაში შევისწავლე ის ღირებულებები, რომელიც მადრიდის „რეალში“ იყო, ამან კი გზა გამიხსნა დიდი მწვერვალებისკენ.“

„მადლობას ვუხდი ღმერთს, ჩემს ოჯახს და უახლოეს მეგობრებს, მათ გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. მადლობა თანაგუნდელებს, ფეხბურთი გუნდური სპორტია და მარტო ვერაფერს მიაღწევ.“

„აუცილებლად უნდა გამოვყო ტონი კროოსი და ლუკა მოდრიჩი, მათთან ერთად ყოფნა უდიდესი სიამოვნება და თავდაჯერებულობა იყო, ისინი სუპერპროფესიონალები არიან.“

„ეს კლუბი გააგრძელებს გამარჯვებებს, ვინაიდან მსოფლიოში საუკეთესოა. „რეალმა“ ჩამომაყალიბა პიროვნებად და მაქცია პროფესიონალ სპორტსმენად. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო დირექტორთა საბჭოს და პრეზიდენტს.“

„დიდი იმედი მაქვს, დადგება დრო, როდესაც სამეფო კლუბში დავბრუნდები და კლუბის რაიმე ფორმით დახმარებას შევძლებ, ეს ჩემთვის დიდი პატივი იქნება.“

„ფული? ვინც მიცნობს ყველა დამეთანხმება, რომ თანხის გამო არ წავსულვარ. ამ შემთხვევაში გუნდს 4 წლის წინაც დავტოვებდი. მე მჭირდებოდა ახალი გამოწვევები და ამაზე საუბარი აგენტთან 1 თვის წინაც მქონდა.“

„ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მივდივარ, თუმცა სამეფო კლუბი ყოველთვის ჩემს გულში იქნება.“ dle 10.1

  • Hala
  • 22 აგვისტო 2022
  • 5948
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)