ანჩელოტი:„კაზემიროსთვის დარჩენა არ მითხოვია, მე მას მხოლოდ მოვუსმინე“

კარლო ანჩელოტიმ „სელტასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც კაზემიროსთან დაკავშირებულ მოვლენებზეც ისაუბრა...


„კარგი დინამიკის დაჭერა გვსურს. მე ვთვლი, რომ „სელტას“ „ალმერიაზე“ მეტი რესურსი აქვს, აქედან გამომდინარე, მეტი ინტენსივობა და უფრო ჭკვიანური ფეხბურთის თამაში გვმართებს. ლიდერობა საწყის ტურებშივე უნდა განვიმტკიცოთ.“

„კაზემირომ ნამდვილად დაიმსახურა ის, რომ გუნდმა არჩევანის საშუალება მისცეს. ბრაზილიელს დილით ვესაუბრე და მითხრა, რომ ახალი გამოწვევის მიღება სურს. მე მას ვუთხარი, რომ პატივს ვცემ ნებისმიერ გადაწყვეტილებას.“

„მე კაზემიროსთვის არ მითქვამს, რომ „რეალში“ დარჩენილიყო, მხოლოდ მოვუსმინე და წარმატებები ვუსურვე. ფეხბურთელის პოზიციას პატივს ვცემ.“

„კარლოს ენრიკეს პოზიცია? ჩვენ დავიმატეთ მსოფლიოს ერთ-ერთი თვალსაჩინო ფეხბურთელი, რომელსაც დიდი პერსპექტივა აქვს. ჩუამენი დიდებული ნახევარმცველია, ასევე გვყავს ედუარდო კამავინგა, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე ეფექტურია. 2014 წელს აღნიშნულ პოზიციაზე ტონი კროოსიც გამოვიყენე და საკმაოდ კარგი შედეგები გვქონდა. ჩვენ გვაქვს შესაბამისი რესურსი, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ.“

„ჩვენი სიყვარული კაზემიროს მიმართ არ იცვლება. სიმართლე გითხრათ, ჭორების შესახებ ადრეც მსმენია, მაგრამ საქმე სერიოზულად გუშინ აღვიქვი. ბრაზილიელს ყველგან და ყოველთვის წარმატებებს ვუსურვებ.“

„ტრიო კროოსთან და მოდრიჩთან ერთად ნამდვილად ეპოქალური იყო. ამ კლუბმა კაზემიროსთან ერთად უამრავი ტიტულის მოგება შეძლო.“

„მე ვფიქრობ, რომ გუნდს ახალი ნახევარმცველის ყიდვა არ სჭირდება, ვინაიდან ჩემს განკარგულებაში კროოსი, მოდრიჩი, ვალვერდე, კამავინგა, ჩუამენი და სებალიოსი იქნებიან.“

„რა მიზეზი დაასახელა კაზემირომ? სამწუხაროდ, ვერ გიპასუხებთ, რადგან ეს მისი სიტყვებია და მე არაფრის გასაჯაროვებას არ ვაპირებ.“

„კაზემიროსი კარგად მესმის, რა რაღაც პირადულია. როდესაც „მილანში“ ვმუშაობდი, გუნდი არაერთმა ვარსკვლავმა დატოვა, მიზეზი კი ხშირ შემთხვევაში იდენტური იყო.“ dle 10.1

  • Hala
  • 19 აგვისტო 2022
  • 5142
  • 4

1

19 აგვისტო 2022 16:34

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ეხლა აქ ხომ ვიცი ჩუამანს გადაივლით და სულ დაიწყებთ აი კაზე რა მაგარი იყო კაზე რა მაგარი იყო
აცადეთ ჯერ ამ ბიჭს ორი თამაში არ უთამაშია წესიერად
თან ეხლა თვითომაც ხვდება კაზე რომ წავიდა მთელი ყურადღება მასზე იქნება
ამირომ მიწაზე ნუ გავასწორებთ
არც კაზე წყვიტავდა ვარსკვლავებს როცა მოვიდა

2

19 აგვისტო 2022 16:35

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მაგრა დაგისუსტდა გუნდი იტალიელოო მაგრაა, პერესი დროა გადადგეს რომ ტიპი ვაფშე აღარ აკეთებს ტრანსფერს

3

19 აგვისტო 2022 17:03

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
აი ვინ უნდა მოეყვანა პერეს მითხარით?
ვინც კარგია იმათ არავინ უშვებს
ჯერ არ დაწყებულა სეზონი და არიქა ვსიო დავიღუპეთ შარშან ამაზე ცუდ დღეში ვიყავით
აცადეთ ჯერ დაიწყოს გახურდეს სეზონი

4

19 აგვისტო 2022 22:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1944
პერესი იყიდის კაზეს ღირსეულ შემცვლელს უეჭველი.ბებერი მელაა.....🤣🤣🤣🤣

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)