ანჩელოტი:„სეზონს დიდი იმედებით ვიწყებთ, ყველა ტიტულის მოგება გვსურს“

კარლო ანჩელოტიმ ლა ლიგის პირველი ტურის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„სეზონს დიდი იმედებით და შემართებით ვიწყებთ. მადრიდის „რეალი“ ყველა ტურნირზე ბოლომდე დაიხარჯება და შარშან ნაჩვენები შედეგების გამეორებას შეეცდება. მსოფლიოს ყველა წერტილში ჩვენ დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდით, ახლა კი წინ გრძელი მარათონია.“

„კაზემირო და ჩუამენი? ორივეს შეუძლია ერთ პოზიციაზე თამაში. ისინი მოედანზე ერთადაც გამოიცდებიან, ვინაიდან სხვადასხვა მახასიათებლები აქვთ.“

„დამერწმუნეთ, ედენ აზარი გაცილებით მეტს ითამაშებს, ვიდრე ამას შარშან აკეთებდა. ჯერ-ჯერობით არ ვიცი, მივცემ თუ არა მოედანზე გასვლის საშუალებას ხვალ.“

„კურტუა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა და ჯილდოსაც აუცილებლად მიიღებს. სამწვრთნელო კარიერის მანძილზე უდიდეს მეკარეებთან მითამაშია, როგორებიც იკერი, ბუფონი, ჩეხი, დიეგო ლოპესი და სხვებინ არიან.“

„ასენსიო და სებალიოსი? რა მოხდება 31 აგვისტომდე არავინ იცის, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ადაპტირებულები ვართ.“

„ფედერიკო ვალვერდე ფლანგიდანაც შესანიშნავია. ურუგვაელი ფეხბურთელი გუნდს ნებისმიერი პოზიციიდან ეხმარება, რაც ძალიან მახარებს.“

„მსოფლიო ჩემპიონატი ნოემბერში დაიწყება. ფეხბურთელები, რომლებიც მადრიდში დარჩებიან, მინი პრე-სეზონს გაივლიან, ნაკრებებში გამგზავრებულ მოთამაშეებთან კი დამატებითი სამუშაოების ჩატარება მოგვიწევს.“

„წელს უფრო სრულყოფილი შემადგენლობა მყავს, ვიდრე შარშან. როტაცია აუცილებლად იქნება, თანაც უფრო მეტი, ვიდრე შარშან იყო. სათადარიგო სკამი საკმაოდ გრძელი და მრავალმხრივია.“

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბს ვავარჯიშებ, აქ ყოფნა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა და იმედი მაქვს, დიდხანს გაგრძელდება.“

„შემდეგი ნაბიჯი? ვფიქრობ, „რეალის“ შემდეგ სამწვრთნელო კარიერას დავასრულებ. ეს არის იდეალური ადგილი ამის გასაკეთებლად.“

„გამიკვირდა, როდესაც ოქროს ბურთის ნომინანტთა 30 ფეხბურთელიან სიაში ტონი კროოსი ვერ ვიხილე.“

„ვინისიუსი „უეფამ“ უკვე აღიარა და მე-9 პოზიცია მიანიჭა, თუმცა მალე მოვა დრო, როდესაც ის უმნიშვნელოვანეს ინდივიდუალურ ჯილდოებს მიიღებს.“

„ბრაზილიელისგან წელს უფრო მეტის მოვითხოვ, ვიდრე შარშან, ვინაიდან მან ძალიან მოუმატა.“

„რუდიგერი მრავალმხრივი მცველია და შეუძლია, როგორც ცენტრში თამაში, ასევე ფლანგის გაძლიერება, თუმცა მას განვიხილავ, როგორც ცენტრალურ მცველს და ფლანგზე მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში გამოვიყენებ.“ dle 10.1

  • Hala
  • 13 აგვისტო 2022
  • 3839
  • 1

1

13 აგვისტო 2022 23:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1954
ყოჩაღ კარლიტო,ძალიან მაგარი ხარ....👍👍👍👍😊💪💪💪💪

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)