მოდრიჩი:„დღეს კიდევ უფრო ბედნიერი ადამიანი ვარ“

ლუკა მოდრიჩმა „აინტრახტთან“ დაპირისპირება შეაფასა და განაცხადა, რომ „რეალი“ მოწოდების სიმაღლეზე დგას...


„ჩვენთვის სეზონის ტიტულით დაწყება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მადრიდის „რეალი“ ევროპის სუპერთასის მფლობელია. პრე-სეზონის მატჩები მაქსიმალურად გამოვიყენეთ იმისთვის, რომ 10 აგვისტოს პაექრობას მაღალ დონეზე შევხვედროდით. ბუნებრივია, გუნდი კიდევ მოუმატებს, თუმცა ამ მატჩში გამოჩნდა, რომ კოლექტივი ძალიან ძლიერია.“

„კაზემირო მართლაც საუკეთესო იყო. ბრაზილიელმა ყველა მომენტში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.“

„ანჩელოტიმ იცის, როდის არის გუნდისთვის საჭირო ტაქტიკის შეცვლა და ფეხბურთელების შესაბამისი განლაგება.“

„ცვლილება? ამ გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს. ვფიქრობ, ნებისმიერ მომენტში მზად ვარ გუნდის დასახმარებლად.“

„კონკურენტები? ბუნებრივია, კონკურენცია დიდი იქნება. „ბარსელონას“, „ატლეტიკოს“ და „სევილიას“ უმთავრეს კონკურენტებად მივიჩნევ.“

„ლევანდოვსკი? დიახ, ის საოცარი ფორვარდია, მაგრამ არ მაინტერესებს არც „ბარსა“ და არც რობერტი, როდესაც „რეალი“ მუდმივად თასის აღმართვის ფიქრშია. ჩვენს გუნდზე ვფიქრობ და არა სხვებზე.“

„ბენზემა ოქროს ბურთს აუცილებლად მიიღებს, ის უალტერნატივო ფეხბურთელია.“ dle 10.1

  • Hala
  • 11 აგვისტო 2022
  • 2583
  • 1

1

11 აგვისტო 2022 12:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1900
ეს სამი 😍კროსს მგონი გუშინ 100%შედრგი დადო არცერთი პადი არაზუსტი არ ყოფილა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)