მთავარ გუნდთან ერთად

მთავარ გუნდთან ერთად


ჟოზე მაურინიომ ამერიკულ შეკრებაზე ერთბაშად 5 “კანტერანო” წაიყვანა. ახალგაზრდა მადრიდისტებმა “რეალის” ოფიციალურ ვებ-გვერდს თავიანთი შთაბეჭდილებები გაუზიარეს.


ახალგაზრდებს მითითებებს “რეალის” აღზრდილები, ესტებან გრანერო და ანტონიო ადანი აძლევენ. მათაც გავლილი აქვთ ის რთული გზა, რომელიც მთავარ გუნდში გადასვლით სრულდება. “მე მათ ვუთხარი, რომ ნებისმიერი შანსი, რომელიც მთავარ გუნდში მიეცემათ, უნდა გამოიყენონ”, - ამბობს გრანერო, “ბიჭებმა კარგად უნდა გაიაზრონ, თუ რას ნიშნავს “რეალის” მთავარ გუნდში მოხვედრა. ისინი აქ ძალიან საჭირო გამოცდილებას შეიძენენ.” “მე მათ ვურჩიე, რომ კარგად ჩასწვდნენ იმ კლუბის ფილოსოფიას, რომელშიც ასპარეზობენ”, - მოკლე კომენტარით შეიმოიფარგლა ადანი.

მორატა:
“ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი ოცნება ახდა. ყველაფერს დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდები. ყველაზე საინტერესო და სასაცილო ეპიზოდი ჩვენი წინა ვარჯიშის დროს მოხდა. როცა ორ გუნდად ვასპარეზობდით და დამარცხებულ გუნდს ვარჯიშის შემდეგ გამაგრილებელი სასმელი უნდა “ეკისრა”. კრისტიანო რონალდოს ასპარეზობით იმდენად გაოგნებული დავრჩი, რომ დრენტეს პასის შემდეგ გოლი ვერ გავიტანე. ყველა მე მიყვიროდა, თუმცა გონს გვიან მოვეგე. ყველაფერი კი ჩვენი მარცხით დასრულდა, თუმცა ეგ არაფერი, შეცდომას გამოვასწორებ.”

მთავარ გუნდთან ერთად


ალექსი:
“ცოტა უცნაურიც კია აქ ყოფნა. ფეხბურთელების თამაშს ტელევიზორით ვუყურებდი, ახლა კი მათთან ერთად ვარ. ისინი ძალიან კარგი ადამიანები არიან და ყველას დიდ დამხარებას გვიწევენ.”

ხუანფრანი:
“ძალიან კარგია მთავარი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად ყოფნა. მათგან რაც შეიძლება მეტი უნდა ვისწავლოთ.”

ტებარი:
“მაურინიო შესანიშნავი სპეციალისტია, რომელიც დაბადებულია გამარჯვებისთვის. ის თავის ყველა შეგირდს დიდი ყურადღებას აქცევს. ჩვენს ასპრეზობას დიდი გულისყურით აკვირდება და მითითებებსაც ხშირად გვაძლევს. ჟოზე ძალიან გვენდობა, ამიტომ მისი მადლობელი ვართ.”

ნაჩო:
“მაურინიო შესანიშნავი და, ამავდროულად, ძალიან მომთხოვნი მწვრთნელია. ჟოზე ფეხბურთელებს შესანიშნავად უგებს, რაც ჩვენს მოტივაციასა და თავდაჯერებულობას ერთიორად ზრდის.”

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

  • niko
  • 31 ივლისი 2010
  • 2837
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)