სამი ხედირა - “რეალის” ახალი შენაძენი

სამი ხედირა - “რეალის” ახალი შენაძენი


სამი ხედირას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. საკლუბო დონეზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, ფეხბურთელი მუნდიალზე გერმანიის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად იქცა.


ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 7 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანის. სწორედ მისმა თავურმა მოუტანა გერმანიის ნაკრებს ბრინჯაოს მედალი. ერთი წლის წინ, ხედირა იყო გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი, რომელთან ერთად “რეალის” ახალწვეულმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო.

ხედირა დინამიური ნახევარმცველია, მისი ერთ-ერთი კოზირი სისწრაფეა. სამის კარგად გამოსდის მეტოქის იერიშების ჩაშლა, თუმცა ხშირ შემთხვევაში საკუთარი გუნდის შეტევებსაც უწევს ორგანიზებას. როდესაც ხედირას პლუსებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ “მეორე სართულზე” კარგი თამაში, რაც მისი სიმაღლით (189 სმ) არის გამოწვეული, ასევე, საკმაოდ ძლიერი დარტყმა საშუალო დისტანციიდან, საიდანაც ფეხბურთელს არაერთი ლამაზი გოლი აქვს გატანილი.

სამი ხედირა, რომელის მამა ტუნისელია, ხოლო დედა გერმანელი, 1987 წელს, შტუტგარტში დაიბადა. ფეხბურთელის ახალგაზრდულ კარიერაში პირველი კლუბი “ოფინგენი” გახლდათ, თუმცა უკვე 8 წლის ასაკში, სამი “შტუტგარტის” შესაბამის ასაკობრივ გუნდში ჩაირიცხა. მთავარ გუნდში ხედირას დებიუტი 2006 წლის 1 ოქტომბერს შედგა, “ჰერტას” წინააღმდეგ. ორი კვირის შემდეგ, “შალკესთან” შეხვედრაში, სამიმ თავისი სადებიუტო გოლები გაიტანა, მან დუბლი შეასრულა. გუნდმა კი სეზონის ბოლოს ბუნდესლიგა მოიგო. საერთო ჯამში, “შტუტგარტში” გატარებული 4 სეზონის განმავლობაში ხედირამ ამ გუნდის რიგებში 98 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.

წარმატებულია ხედირას კარიერა სანაკრებო დონეზე. 2009 წელს, გერმანიის ნაკრებთან ერთად, მან ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო, თანაც კაპიტნის რანგში. 2 თვის შემდეგ, ფეხბურთელს დებიუტი უკვე ეროვნულ გუნდში ჰქონდა. 2010 წლის მუნდიალზე გერმანელები ბრინჯაოს მედლებს დაუეფლნენ. ალემანთა ეროვნულ გუნდში სამის ანგარიშზე ჯერჯერობით 12 შეხვედრა და 1 გოლია.

კარიერა:
შტუტგარტი II (2004-2006)
შტუტგარტი (2006-2010)

ტიტულები:
ბუნდესლიგა: 2006/07
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი: 2009
მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 2010

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

  • niko
  • 31 ივლისი 2010
  • 3080
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 24
2 სორლოტი 23
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 19

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2024 (309)
ივნისი 2024 (379)
მაისი 2024 (385)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)