„რეალი“ ვარჯიშს დაუბრუნდა

მადრიდის „რეალი“ ტურინის „იუვენტუსთან“ დაპირისპირებისთვის მზადებას განაგრძობს, რომელიც 31 ივლისს, თბილისის დროით 06:00 საათზე აიღებს სტარტს...


აღსანიშნავია, რომ ანჩელოტიმ ფეხბურთელები ბაზაზე ორჯერ შეკრიბა და ავარჯიშა. პირველ სესიას ლუკა მოდრიჩი გამოაკლდა, რომელსაც ტემპერატურა აღენიშნებოდა, თუმცა ხორვატი მეორე ვარჯიშს უკვე დაესწრო.

ასევე ცნობილია, რომ კოვიდ ტესტზე ლუკიტას პასუხი უარყოფითია.

ვარჯიშზე დიდი ყურადღება დაეთმო ბურთის ფლობას, ტაქტიკურ მონახაზებს, პრესინგს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს, კარში დარტყმებს და სხვა კომპონენტებს.

ვარჯიშის მიწურულს ანჩელოტი უშუალოდ ვინისიუს ჟუნიორთან მუშაობდა და მას კარში დარტყმებზე ამახვილებინებდა ყურადღებას.

სასიხარულოა, რომ 100%-იან დატვირთვას იღებს დანიელ კარვახალი, რომელმაც „ამერიკასთან“ პაექრობა გამოტოვა. dle 10.1

  • Hala
  • 29 ივლისი 2022
  • 468
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)