ანჩელოტი:,,ბენზემას გოლი საოცარი იყო"

კარლო ანჩელოტიმ „ამერიკასთან“ ყაიმის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„ვფიქრობ, კარგი მატჩი გამოვიდა. ეს მეორე დაპირისპირება იყო, სადაც „ბლანკოსმა“ უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა, ვიდრე პირველში. ბუნებრივია, პროგრესს ვაჩვენებთ, რაც მუდმივი ვარჯიშის შედეგია. გარკვეულ დონემდე მივედით და კმაყოფილებას ვერ დავმალავ.“

„ბენზემა თავს კარგად გრძნობს, როგორც ხედავთ, ფრანგს სათამაშო დრო მიეცა და ულამაზესი გოლის გატანაც შეძლო.“

„პირველ ტაიმში გარკვეული პრობლემები იყო, რაც მეორე ნახევარში მნიშვნელოვნად გადაიჭრა. გუნდმა 90 წუთის მანძილზე მოწოდების სიმაღლეზე დგომა უნდა ისწავლოს.“

„დღეს რუდიგერი ნაჩოსთან ერთად გამოვცადე, მენდი კი მარცხენა ფრთაზე იყო. თუ ფერლანს პრობლემები აქვს, მის პოზიციაზე ალაბას დაყენება ბრწყინვალე გადაწყვეტილება იქნება.“

„სუპერთასის მოგებაზე უნდა ვიფიქროთ, ამ მატჩს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. სეზონის კარგად დაწყება განწყობას კიდევ უფრო აგვიმაღლებს.“

„ჩუამენი ბურთთან ერთად ბრწყინვალეა, მას ასევე შესანიშნავი დარტყმა აქვს და პროგრესირებს.“

„აზარი ცრუ „9“-იანზე? მას მთელი პრე-სეზონის განმავლობაში უნდა მიეცეს შანსები. მჯერა, რომ ბელგიელს მომატება შეუძლია და გუნდს არაერთი პოზიციიდან დაეხმარება.“

„ძალიან მომწონს ვინისიუს ტობიასი, ბრაზილიელი ფეხბურთელი ვარჯიშებზე არნახულ კლასს და თავდაჯერებულობას გვიჩვენებს, ის ნამდვილი პროფესიონალია.“

„კამავინგა და სებალიოსი? ორივე ფეხბურთელმა ნახევარდაცვას მეტი სისწრაფე და მობილურობა შესძინა.“

„წინ „იუვენტუსთან“ დაპირისპირებაა. ვფიქრობ, ფეხბურთელებს მეორე ტაიმის დასაწყისშივე არ შევცვლი და სუპერთასის სასტარტოში დასაყენებელი ფეხბურთელები „იუვესთანაც“ მეტ დროს მიიღებენ.“ dle 10.1

  • Hala
  • 27 ივლისი 2022
  • 1010
  • 1

1

27 ივლისი 2022 10:09

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Aucileblad papa tavdamsxmeli gvinda marto benzos imedat ver viqnebit

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (25)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)